ჯანმრთელი კვება როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში კარტოფილის, სტაფილოსა და ხილის "ჩიფსები". 2013, 26 აგვისტო, 10:37 ![]() ოჯახურ პირობებში შეგვიძლია დავამზადოთ კარტოფილის, სტაფილოსა და ხილის ჩიფსები, რომელებიც ძალიან გემრიელია და არც მათი დამზადებაა ძნელი. კარტოფილის "ჩიფსები". ინგრედიენტები:1კ.გ.კარტოფილი, მცენარეული ზეთი და მარილი.კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ ძალიან თხელ ფენებად. შემდეგ გავრეცხოთ ისევ ცხელ წყალში და გადმოვყაროთ საწურზე.უკეთესად, რომ გაშრეს ეს ნაჭრები მოვაწყოთ ქაღალდის სალფეთზე.კარგად გამშრალი ეს თხელი ნაჭრები ჩავყაროთ ადუღებულ ზეთში( ზეთი ავადუღოთ ემალის ქვაბში) შემდეგ შემწვარი ისევ გავაშროთ და მოვაყაროთ მარილი. ვისაც აქვს სახლში სპეციალური შესაწვავი ქვაბი(ფრიტურნიცა) უკეთესია მასში შევწვათ. ![]() ![]() 1649 11-ს მოსწონს 1-ს არა
|