საზოგადოება ავსტრალიის ნაციონალურ პარკში 26 წლის მამაკაცი ნიანგის "მსხვერპლი" გახდა. 2013, 25 აგვისტო, 18:55 ავსტრალიის ნაციონალურ პარკში, მეგობრის დაბადების დღეზე, სტუმრად მისული 26 წლის ახალგაზრდა, ნიანგის მსხვერპლი გახდა.ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტა მდინარეში ბანაობა.ახალგაზრდა მამაკაცი სხვა სტუმრების თვალწინ გარდაიცვალა. სტუმრებმა შეხედეს, რომ ნიანგმა"დაიჭირა" ერთ-ერთი მათგანი და წყალში გაუჩინარდა.გარდაცვლილი იყო ქალაქ დარვინიდან, რომელიც მდებარეობს ამ ნაციონალური პარკიდან 70 კილომეტრის დაშორებით.პოლიციელების განცხადებით, ეს მდინარე მერი-რივერი, ცნობილია იმით, რომ მასში არის რეკორდული რაოდენობის ნიანგები და ბანაობა არ შეიძლება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და ხალხის თხოვნით ერთი ძალიან დიდი ზომის ნიანგიც კი მოკლეს. 39 7-ს მოსწონს 1-ს არა
|