საზოგადოება სასარგებლო რჩევები 2013, 25 აგვისტო, 11:18 –შეწყვიტეთ სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის შედარება. ერთადერთი ადამიანი ვის შედეგებსაც უნდა ცდილობდეთ რომ აჯობოთ, საკუთარი თავია. -შეწყვიტეთ წარსულში დაბრუნება და მომავალში ჩაციკლება. ცხოვრება-ეს არის რაც ამ მომენტში, ახლა ხდება და არ გაუშვათ იგი. –ბუზს სპილოდ ნუ გადააქცევთ. როდესაც რაიმე გტანჯავთ თქვენ შეეკითხეთ თქვენს თავს-გაიხსენებთ ამას ერთი წლის შემდეგ? თუ პასუხი უარყოფითი იქნება, დაივიწყეთ. არ ღირს განგაშის ატეხვა ამის გამო. შეწყვიტეთ ლოდინი. -თუ თქვენ დღეს არ დაიწყებთ, ვერ დაამთავრებთ ხვალინდელი დღისთვის. ცოდნა, ინტელექტი და უნარები უსარგებლოა მოქმედების გარეშე. -ნუ იყიდით იმ ნივთებს რომლებიც არ გჭირდებათ. გამოიყენეთ თქვენი ფული ბრძნულად. სხვანაირად კი ის თვითონ გმართავთ, რომ სხვებზე მოახდინოთ შთაბეჭდილება. გახსოვდეთ თქვენ თვითონ ხართ ღირებული. ნივთები კი ეს უბრალოდ თქვენი განსაკუთრებულობაა. -შეწყვიტეთ ჩივილი. იმის მაგივრად რომ მოუყვეთ ახლობლებს თუ რა საშინელია თქვენი ცხოვრება, დაიწყეთ მოქმედება რომ გამოასწოროთ იგი. -ყველაზე დიდი ზიანი შეიძლება შეცდომის დაშვების შიშმა მოგაყენოთ. ამის გამო შეიძლება მრავალი შესაძლებლობა გაუშვათ და თქვენს მიზანს მაინც ვერ მიაღწიოთ. -შეწყვიტეთ უკმაყოფილების გამოხატვა. როდესაც პატიობთ ვინმეს ეხმატებით არა მარტო ამ ადამიანს, არამედ საკუთარ თავს. სიბრაზე და წყენა-ეს დამანგრეველი გრძნობებია. ისინი არასოდეს მოგცემენ საშუალებას იყოთ ბოლომდე ბედნიერები. -გადაეჩვიეთ გამოთქმას:“არ შემიძლია". როგორც თქვა ჰენრი ფორდმა:“თუ ამბობთ რომ არ შეგიძლიათ რაღაც–თქვენ მართალი ხართ. და თუ ამბობთ რომ შეგიძლიათ ამ შემთხვევაშიც მართალი ბრძანდებით." –შეწყვიტეთ ყველაფრის თვითნებურად და დამოუკიდებლად კეთება. გაიხსენეთ ანდაზა-ერთი თავი კარგია, ორი კი უკეთესი. ნუ შეგრცხვებათ მოითხოვოთ და მიიღოთ დახმარება. როცა ეს გარდაუვალია და უკეთეს შედეგს მიიღებთ ამ დროს, ვიდრე მაშინ როდესაც მარტო მოქმედებდით. 53 6-ს მოსწონს
|