x
image
აკაკი79
რეჟიმი


თავი პირველი.





ციხემ! გამართული საზოგადოების
მექანიზმიდან უნებლიედ თუ
ნებსით, მწყობრიდან გამოსული ჭანჭიკი
ისე უნდა შეაკეთოს, რომ
სასჯელის მოხდისთანავე
უპრობლემოდ დაუბრუნდეს
სისტემას და შეძლოს
საყოველთაო საქმიანობაში
მონაწილეობის მიღება.
ციხის რეჟიმი ხელისუფლების
რეჟიმის გულია, ანუ შინაგანი
ხასიათია არსებული სისტემისა და
მისი გამსაზღვრელიც.
ა.ვ.



ცხელი ასვალტის სუნი გაჟღენთილია საბურავების, ზეთის, გამონაბოლქვის და ძრავების რაღაცნაირ, უკვე შეგუებულ სურნელთან, ზოგჯერ გვეჩვენება აგვისტო ქშინავს ვიდრე სუნთქავს, იწვის და ოფლში წურავს ადამიანებს თავისი ულევი ჟინით, მიტომაცაა ბევრის პირიდან ლანძღვა ნარევი სიტყვები რომ ისმის კვირიკობის თვეზე. ეს ავტობუსიც ისე მიზოზინებს გგონია მძღოლი სულ ვერ გრძნობდეს დღევანდელ ხვარტს და რა თქმა უნდა ყოველი ჩვენგანის პრობლემას, რომელიც დაგვიანებით გამოიწვევა ხოლმე.
–ჩამოდი დაბლა!! მალეე მალეე, ხელები არ განძრიოოო!! თავზარდამცემი ხმები ყოველი მხრიდან და მაგრად გაკავებული ხელები, შოკში ხარ. გგონია ისეთი რამ დააშავე რომ ....
–ვინ ხართ!? რა ხდებაა?!! ეს უკვე თავზარდაცემულის ხმაა რომელიც ათიოდე კაცს სულ არ ესმის.
–მალეე, მალეე, წავიყვანეთ, აი იქ გააჩერე იმ ჩიხში. ყვირის მძღოლის გვერდიოთ მჯდომი
–ხელი არ გაანძრიო. ყვირიან მარჯვენა და მარცხენა მხრიდან.
ფიქრობ საერთოდ რა შუაში ხარ, მაგრამ რეალურად ორი ადამიანის შუაში ზიხარ, რომლებსაც შენი ხელები ისე უკავიათ თითქოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ღილაკს გინდა დააწვე და მთელი უბანი ააფეთქო.
–კულტივაციას ეწევი არა ბიჭოოო!!?? ეს სულ სხვაა, ნეტავ რა აყვირებს, რა დაუშავე
–რაო რას ვეწევი?
–მერე იკითხე დედაშენს რომ მოგისვავთ გვერდით, მერე გაიხსენებ. ხელები ისე ძლიერ ურტყავს მანქანის კარებს, რომ საწყალი რკინაა...
–მოხუცებულ ქალთან რაღა გინდათ, რა დავაშავე ასეთი? რას მერჩით??
სიჩუმე. ყინულივით ცივი ოფლის წვეთები ნელა მოგორავს საფეთქლებზე, სულ აღარ ცხელა. შიში გათქვეფილია გაუგებრობაში, სასოწარკვეთილი აცეცებ თვალებს. გონებამ იცის, ხვდება ამოა ნუგეშის ძებნა.
–დიახ ბატონო, ინსულინის შპრიცი და 5 ამპულა ამოვიღეთ, ახლავე გადავამოწმებთ რა პრეპარატია.
თითქოს რამოდენიმე ათასმა ვოლტმა გაიარა სხეულში, უფსკრულის პირი გადალახა ფიქრებმა წამში და სიბნელეე…
–რას ამბობთ, რა შპრიცი, რის ამპულა. სად გინახიათ თათბირიდან ნარკოტიკები მოქონდეთ. რას მერჩითთ? ამ ხმაში არაფერია გასაკვირი გარდა სიმართლისა.
–ხო მოგვყავს ბატონო. მობილურის ჯიბეში ჩადება და მანქანის დაძვრა ერთდროულად ხდება. არ გჯერა, არაფრით არ გჯერა, რომ მანქანის უკანა სავარძელზე ზიხარ ორ კაც შუა, მაგრამმ
ხალხი ჩვეულებრივ მოძრაბს ტროტუარზე, ვიღაც სიგარეტს ყიდულობს ჯიხურში, აგერ მენაგვეც ეზიდება პატარა ვედროს, ყველაფერი ჩვეულებრივ მიდის თავის კალაპოტში და შენი არავის ესმის, არავინ გამჩნევს, თითქოს გაითიშა კონტაქტი შენს და ქალაქს შორის, თითქოს უჩინარი კედელი აღიმართა რომელსაც მალე ნამდვილი კედლები შეცვლის უეჭველად.



48 საათი.



–ხელები უკან და გამომყევი! მარჯვნივ! შეჩერდი, – „ჯხხ. ჯხხხ, ჯხხ. ჯხხხ.“ რკინის საშინელი ხმა, –შედი!
მყისვე იკეტება ლურჯი კარები, ისევ ცივი რკინის ხმა.
სამი ლეიბი ბეტონის შემაღლებულზე, ღია ტუალეტი და პატარა, შუაში რკინებ ჩაყოლებული ფანჯარა ილექება თვალებში.
ისევ არ გჯერა, ვერ უძლებს გული გამაღიზიანებლად ჩართულ ნათურას, მის მკვეთრ გადავსლას ლურჯი კედლებიდან ჭუჭყიან ჭერში, რომელიც ერთ დროს ალბათ თეთრიც კი იყო.
ვერც უცნობის სანუგეშო სიტყვები გშველის, სიგარეტი არ ქვრება ტუჩებთან თუმცა უკვე სუნთქვა გიჭირს, გახველებს ქშინავ.
პური, დაჭრილი ძეხვი და ყველი ფეხებში გეხლართება, გული გერევა და მაინც ილუკმები ზოგჯერ.
–ვერ ვაფასებთ „სვაბოდას“ . შენ რაზე დაგიჭირეს?
უცნობს ეტყობა რომ კარგად იცნობს ამ კედლებს, შუბლი ისე აქვს გახსნილი, რომ არაფერი ეუცხოება.
–მორფი ჩამიდეს ჯიბეში.
-ოხ მაგათ დედებს შევეცი, რომელი მოგიყენეს?
–რა?
–მუხლი?
–არ ვიცი ჯერ, არაფერი უთქვამთ.
–260 ია ეგ და მგონი პირვე;ლი ნაწილი იქნება.
–რამდენს მომცემენ ნეტავ. ხმამაღალი ფიქრი დაიბნა იატაკზე
–ო იდან 11 წლამდეა პირველი ნაწილი, ალბათ 2ს ციხეს და ოთხსაც პირობითს გამოგაყოლებენ.
ოხვრაზე უარესი სიჩუმე, ელდა და შიში მოძრაობს ქვედა ტუჩის წვერზე და სიტყვა ვერ ამოსულა ზევით.
–ნუ გეშინია პროკურორი უეჭველი წამოვა საპროცესოზე, მთავარია ფული გადაიხადოო.
–ადვოკატი არ მინახავს ჯერ.
–ადვოკატს ვინ რას ეკითხება ან ვინ უსმენს თუ ძმა ხარ, მოსამართლე ხომ ნოტარიუსია და მეტი არაფერი, მთავარია პროკურორი დათანხმდეს, როგორც ის იტყვის ისე იქნება.
–მოსამართლეს არაფერი შეუძლია?
–შენი თვალით ნახავ ძმაო, ვინ არის დღეს მოსამართლე, რასაც ეტყვის პროკურატურა ისე იქცევა.
–მაღრაძე გამოდი! ოდნავ გაღებული კარიდან ისმის გაყინული ხმა და გულიც იწყებს სწრაფ ძგერას მკერდში.
გრძელი ჰოლი მარჟვნივ ადამიანური სამყოფის გვერდით უმზერს ყავისფერ კარებს, ახლა შენ გესმის ცხოვრების გულისცემის, გესმის რომ მოწყვეტილია ფერხულს სხეული.
მწვანე ჩაბეტონებული სკამები ცივი მაგიდის გარშემო, ჩია კაცი გაღიმებული სახით, თითქოს უნდაგითხრას დამთავრდა შენი ტანჯვაო.
–გამარჯობათ, მე თქვენი დამცველი ვარ. მომიყევით რა მოხდა.
თვალები ზუსტად იქ გიყურებს სადაც სულის ფსკეირია, არც გაკვირვება, არც სევდა ან სიხარული, ემოცია არ არის სახეზე.
–ესე იგი ჩაგიდეს. მესმისს, მესმის ეს ტიპიური შემთხვევაა, ექსპერტიზა გავიმეოროთ ესე იგი?
–დიახ, მე გამომაგდეს და იმ ქალს აიდზულეს, ვხედავდი როგორ ალაპარაკეს ტელეფონზე ვიღაცასთან. მე ნარკოტიკზე დამიჭირეს და მაძალებდნენ მეთქვა ქართული ოცნება რამდენს გიხდისო, სხვებს რამდენს უხდიანო. თქვენ კი კარგად იცით რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში კაპიკი არ ამიღია არც მე და არც სხვას. ეს უნდა გადასცეთ ჩემს თანამებრძოლეებს რომ ფრთხილად იყვნენ ამათ ფინანსები აინტერესებთ მე კი არა.
–გასაგებია, დღესვე მივალ ოფისში და ყველაფერს ვეტყვი.
–გამომძიებელი სულ იმას მეუბნებოდა თუ შეღავათი გინდა პროკურორისგან უნდა დაგვიწერო რომ ფულს იღებდი ქართული ოცნებიდანო, და სხვებიც იღებდნენო გესმით.
–ხომ არ გითქვამთ რამე.
–რა უნდა მეთქვა რაც არ ყოფილა.
–კარგით, ხვალ გნახავთ სასამართლოზე. ნახვამდის.
დიდი ცნობისმოყვარეობით გიყურებს ახლად შესულს უცნობი და სულმოუთქმელად ელოდება როდის ეტყვი რა მოხდა ამ 5 წუთში, თითქოსდა მასაც ისევე ეხებოდეს შენი ამბავი როგორც შენ. აქ არის რაგაც რაც ადამიანებს სულიერად აერთიანებს, ეს ეხმარება ნამეტანად ყველა აქ მოხვედრილს. საშინელი შუქი და გაურკვეველი დრო, თითქოს სამყაროს ხარ მოწყვეტილი, კედლებიც კი გეუბნება შენთვის დრო გაჩერდაო. ისევ კარების ხმა და 25 წლამდე ბიჯი შემოდის ნერვიული სახით. სიგარეტის კვამლში გახვეული ახლად დაკოდილ ირემს გავს რომელიც ოხშივარს უშვებს პირიდან. იგივე ლაპარაკი და მისი სევდიანი ისტორია გულზე ლოდივით გაწვება. ალბათ არც არის ისეთი ადგილი დედამიწაზე რომ ასე ტკიოდეთ სხვისი ტკივილი ადამიანებს.
–ნეტავ 5 წელი მომცენ, პირობითი მაინც არ მქონოდა დარჩენილი. ვაი რას დამგრუზავენ, მაგრად დამგრუზავენ თან ეს შეკრებითობა. ოხრავს საწყალი.
–გლდანს რა გაუძლებს, ჩემი დედა მოვტყან, ყველაფერი თავიდან ამათი დედას შევეცი. ოხრავს მეორე
–გლდანში რა ხდება?
–მიხვალ და ნახავ., რა ხდება და დედას უტყნავენ ცემაში ხალხს.
–რატომ?
–დედა მითესლილები რომ არიან მიტო. მაგრამ შენ ნუ გეშინია ძალიან არ გცემენ პირველად ხარ.
–ყველას ურტყავენ განურჩევლად?
–მარტო ურტყავენნნ?!! ნეტავ კარანტინი მქონდეს გავლილი და ერთი წელი დამიმატონ.
ოხრავს მეორე და უკვე ხვდები რომ ჯოჯოხეთი აწი იწყება, აქ გამზადებენ, გაჩვევენ შენს უსუსურობას.
ძალიან მძიმე ყოფილა ბორკილი, ვინ იფიქრებდა ამ პატარა რკინის ნაგლეჯს ამხელა სიმძიმე თუ ექნებოდა, ასე თუ მოუჭერდა მარწუხებს გულს.
პატარა კიბე. თეთრი ფილები და ბნელი კამერები, ზოგჯერ გაიელვებს ფიქრი, რომ აქ ცხოველებს ამწყვრევენ.
–მეცხრეში აიყვანეთ. ისმის გაზეპირებული სიტყვები რომელიგაც თანამშრომლისა და შენც მისდევ გზაბნეული თხასავით ორ ვერზილას.
მუქი ყავისფერი კარები იღება და პირისპირ დგები წარსულ ცხოვრებასთან, ისე ახლოა სახლი...
ნაცნობი ადამიანები თვალებში შემოგციცინებს, მამა კი გაბოროტებული სახით ზის.
იმ წამს გავიწყდება შენი თავი, შენი ტანჯვა. ამ წუთებში აღარ გახსოვს საიდან მოხვედი და სად მიდიხარ.
წინ მჯდარი დამცველი უკან ტრიალდება და რაგაცებს ჩურჩულებს, რომელიც ნაწილობრივ გესმის
–ახლა ორ თვიანს შეგიფარდებენ, ციხეში გადაგიყვანენ, იქ მოვალ.
3 წუთიანი პროცესი, ახალგაზდა პროკურორი კითხულობს ბრალდებას და მოსამართლესსთხოვს თავდებში არ გამიშვას.
დამცველი–ბიჭი სრულიად უდანაშაულოა, ის დააკავეს პოლიტიკური ნიშნით.
მოსამართლე.
–ნუ გახდით სასამართლო დარბაზს პოლიტიკის დებატimageების ადგილად. დათო მაღრაძეს შეუფარდდეს ორი თვე წინასწარი პატიმრობა.
ცარიელი სიტყვები. მეუღლის ცრემლიანი თვალები და მამის ოხვრა შავი ბურუსივით მოგსდევს კიბეზე რომელიც დაბლა ჩადის.
ცხელაა. მზე იგუდება ასვალტის ბოლში.
გაყინული ხელები მუხლებშუა სრეს თითებს.
შიში, შიში გაურკვევლობასთან, საშინელ მომოვალთან, მოლოდინი რომლიც ასე თუ ისე იცი.
იმედი აიძულებს სისხლს ყვრიმალში არ გაგეჩხიროს.
ცინიკური კითხვები და გესლიანი სიცილი, თითქოს უნდათ ყოველივე ადამიანური ჩაკლან შენში, უნდათ თავი დამნაშავედ იგრძნო, აღიარო რომ დგეიდან შენ აღარ ხარ ადამიანი.
ახმეტელის თეატრი, ნაცნობი ქუჩები, კორპუსები, კორპუსები.
სამხედრო ჯიხურიდან უხალისოდ გამოდის ახალგაზდა კაცი. უკბილო ხუმრობები იცვლება და ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭს ტოვებ უკან.
პირველი რაც გაგონდება ეს ბავშობაში გატარებული იალაღებია.
მანქანა ჩერდება რკინის რეშოტკებიან კორპუსთან.
–მოვედით სასტუმროში.
გულს ეკალივით ხვდება გესლიანი ხმა.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0