x
image
lady.ge
თურმე რა ხდება - მორიგი ჭორ-ნიუსი ვარსკვლავებზე
image
ალბათ იცით, როგორ მიყვარს ჰოლივუდის ცნობადი სახეების თვალთვალი და პერიოდულად მათი გაჭორვა. პრინციპში ამ საქმით მთელი მსოფლიოს ყვითელი პრესაა დაკავებული და მე დიდი გამონაკლისი არ ვარ. მაგრამ მე ჩემეული დამოკიდებულება მაქვს ამა თუ იმ სელებრითის მიმართ რასაც თქვენც ღიად გიზიარებთ. ჰოდა, სანამ მე ზაფხულის შვებულებით ვტკბებოდი პოპ-დივა მადონას მეტისმეტი უსაქმურობისგან და ბევრი ფულისგან, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი კბილები ჩაუსვამს ( ნეტა ვიცოდი რა უბედურებად უნდა?). მე თუ მკითხავთ საშინლად არ უხდება. image


ამას გარდა აჩრდილებთან საუბრის უნარით სახელგანთქმული ჯენიფერ ლავ ჰიუტის შესანიშნავი სიმპათიური ყმაწვილი "გამოუჭერია" და მალე პირველ შვილს ელოდება.


image

ხოლო ეპატაჟურობით ცნობილი ლედი გაგა, რომელიც საზოგადოებას შოკში აგდებდა საკუთარი ექსცენტრული ჩაცმულობით, ამ ბოლო დროს საეჭვოდ ქალური და ნაზი გახდა. ნეტა რაშია საქმე? ალბათ სიყვარული ეწვია ქალბატონ გაგას.



image

უკვე ასაკში შესული, ოდესღაც სექს-სიმბოლო, ალეკ ბოლდუინი კი შესანიშნავად და მხნედ გამოიყურება მასზე ბევრად უმცროს მეუღლესთან ერთად, რომელიც მალე შვილს აჩუქებს.


image

ხოლო ნატალი პორტმანს, საკმაოდ წამოუზრდია თავისი ბიჭუნა რომელიც რატომღაც ისევ საბავშვო ეტლით სეირნობას არჩევს.


0
2245
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
2245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0