საზოგადოება ლიონელ მესის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება? 2013, 22 აგვისტო, 16:48 ფეხბურთის "ვარსკვლავის" ლიონელ მესის ირგვლივ "სკანდალი" გრძელდება.საქმე იმაშია, რომ ცნობილ ფეხბურთელს საგადასახადო სამსახური 4მლ. ევროს დაფარვაში და გადაუხდელობაში ბრალს დებს, რაც ესპანეთის კანონის მიხედვით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.მესის და მის მამას საგადასახადო დეკლარაცია "საეჭვოდ" აქვთ შევსებული 2007, 2008 და 2009 წლებში.პროკურატურამ ეს საქმე უკვე გადაუგზავნა სასამართლოს.თუ სასამართლო დაადგენს მათ ბრალეულობას მაშინ ფეხბურთელს იქ არსებული კანონის თანახმად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თვით მესი აღშფოთებულია ამ ამბით, ის საქმის ასეთ მსვლელობას არ ელოდა.კლუბი, რომელშიდაც ფეხბურთელი ამჟამად თამაშობს, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. 274 7-ს მოსწონს
|