x
image
ხიზანიშვილი
ბრიტანეთში ცნობილი წყვილის საინტერესო ცხოვრება

image - ჰოლივუდის
მსახიობი გვინეტ პელტროუ და ცნობილი როკ-ჯგუფის "ქოლდფლეის" ვოკალისტი
კრის მარტინი, ეს ის წყვილია რომელიც უკვე მეათე წელია ერთად ცხოვრობს.
ჰოლივუდელი ლამაზმანი გვინეტ პელტროუ თავისმა მეგობარმა ძალით წაიყვანა უცნობი ჯგუფის, "ვიღაც ქოლდფლეის" კონცერტზე; სცენიდანვე შენიშნა კრის მარტინმა მწვანეთვალება მსახიობი და კონცერტის დაწყებამდე თქვა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო გვინეტის იქ ყოფნა... შემდეგ მაყურებელს ბოდიში მოუხადა, სცენიდან თხუთმეტი წუთით გავიდა და სცენაზე დაბრუნებისთანავე დაუკრა "green eyes", რომელიც ზუსტად იმ თხუთმეტ წუთში დაწერა და რა თქმა უნდა გვინეტს მიუძღვნა; "თან ვუკრავდი და თან ტექსტს ვიგონებდიო" - იხსენებდა რამდენიმე წლის შემდეგ მუსიკოსი.

image
კრისმა და გვინეტმა 2003 წლის 5 დეკემბერს იქორწინეს. მსახიობისთვის მარტინი არ ყოფილა პირველი სიყვარული, ის კრისთან შეხვედრამდეც არაერთხელ ყოფილა დანიშნული, თუმცა
მომღერალი ის ერთადერთი მამაკაცი აღმოჩნდა, რომელმაც მას ხელიც სთხოვა და საკურთხევლის კარამდეც მიიყვანა. "იმედი
მაქვს, რომ კრისი როგორმე გაბედავს და ცოლობას მთხოვს, მაგრამ თავად მე ინიციატორი არ ვიქნები. ბოლოს და ბოლოს მამაკაცი ის არის და არა მე" - ასე განაცხადა გვინეტ პელტროუმ, რომელსაც გათხოვება ძალიან უნდოდა, სასიძო კი დუმდა. კრის მარტინს
ამერიკული ტურის დროს გვინეტი ისე მოენატრა, რომ სატრფოს პირდაპირ თვითფრინავიდან დაურეკა და დაქორწინება შესთავაზა. საქორწინო ცერემონია სამხრეთ კალიფორნიაში, ფოტოგრაფებისა და პრესის გარეშე ჩატარდა, რადგან გვინეტს მიაჩნია, რომ პირადი
ცხოვრების შესახებ საუბარი სამარცხვინოა. "როდესაც ცნობისმოყვარეებს უამბობ, თუ რომელ კრემს ხმარობ, სადილად რას მიირთმევ და ვისთან ერთად ვახშმობ, იდუმალების საბურველი ქრება და შენი სახელი უფერულდება" ამბობს მსახიობი. image

წყვილს ორი შვილი ჰყავს, გოგონა სახელად
"ეფლი" 2004 წელს დაიბადა, ბიჭი "მოსეს" კი 2006 წელს.

1
32
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
32
  
2013, 22 აგვისტო, 15:16
როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი სტატიაა თან ძალიან მიყვარს გვინეტი:D
0 1 1