ჯანმრთელი კვება პურის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ 2013, 21 აგვისტო, 16:55 მსხვილად დაფქული, რუხი ფქვილისგან გამომცხვარი პური მავნებელია მათთვის, ვისაც მომატებული აქვს მჟავიანობა. ამან შეიძლება კუჭის წყლულის წარმოქმნასაც შეუწყოს ხელი. უმჯობესია, საერთოდ გამორიცხოთ მენიუდან ასეთი პური. თუ ღვიძლი, კუჭი, ნაღვლის ბუშტი ან თირკმელი გაწუხებთ. არჩევანი შეაჩერეთ ნაწარმზე, რომელიც მომზადებულია საფუარის გარეშე ან შეიცავს ცილებს და მძიმე ტვირთად არ დააწვება თირკმლებს. დიაბეტით დაავადებულებმა კი პირიქით, რუხი პური უნდა ჭამონ. თანაც არა ახალი, არამედ ორი-სამი დღის, რათა კუჭმა ადვილად მოინელოს. სამწუხაროდ ასეა - სასარგებლოა ის, რაც უგემურია. ამიტომ, ვიდრე გემრიელ ბუტერბროდს შეჭამდეთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა თქვენი ჯანმრთელობა და გარეგნობა ემსხვერპლოს ენაზე განლაგებულ გემოს რეცეპტორებს. ბუტერბროდისთვის დაჭრილი პური წინასწარ გამოაშრეთ ტოსტერში ან ცხელ ჰაერღუმელში. პურის მენიუდან მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ის შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მაგრამ თუ თეთრ ფუნთუშებს და გაფუებულ ლავაშებს არ მიირთმევთ, სწორადაც მოიქცევით, რადგან მათ სასარგებლოზე მეტად ზიანის მოტანა შეუძლია - ვერც კუჭი ინელებს ნორმალურად და სისხლში ქოლესტერინსაც იგროვებს. 162 7-ს მოსწონს
|