x
image
nukrichanturia
სიტყვა "დიეტა" დაივიწყეთ. კვების მკაცრი რეჟიმით თავს ნუ მოიტყუებთ
image

























სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 28 000 - ზე მეტი დიეტა არსებობს. რამ განაპირობა მათი ასეთი პოპულარობა, იქნებ მოდური დიეტები მართლაც ეფექტური საშუალებაა? სამწუხაროდ ყველა დიეტაზე ამის თქმა არ შეიძლება. ეფექტური და გამართლებული მხოლოდ სამკურნალო, სპეციალისტის მიერ ზუსტად შერჩეული და სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული დიეტებია. რაც შეეხება ე. წ. მოდურ დიეტებს, რომლებთაც ორ, მაქსიმუმ სამ კვირაში ფიგურის სრულ კორექციას გვპირდებიან, სიფრთხილე გვმართებს. ასეთები მრავლადაა: ქულებიანი, დაბალკლორიული, ცილოვანი, ბოსტნეულის, ინგლისური, იაპონური, ჰოლივუდის და ა.შ. მოდური დიეტების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა, პირველ რიგში, იმის გამო, რომ აგებულია გარკვეული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვაზე.

image ბევრი თვლის, რომ ყველაზე ეფექტური მკაცრი დიეტის დაცვაა. ეს მითია. ასეთი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს გამორიცხავს, მხოლოდ წყალს გამოდევნის ორგანიზმიდან. ადამიანი, რომელიც ამ დიეტას იცავს, წონას სწრაფად კარგავს. ეს უხარია, რადგან თვლის, რომ ცხიმებისგან თავისუფლდება. ცხიმები ძალიან ძნელად იწვება, მაგრამ ძალიან სწრაფად მატულობს დიეტის შეწყვეტისთანავე. თანაც ასეთი მკაცრი დიეტის დამთავრების შემდეგ წონას არათუ იბრუნებენ, უფრო მეტადაც სუქდებიან. ეს იმის გამო ხდება, რომ თუ ყოველდღიურად 1300 კალორიაზე მეტი არ მივიღეთ, ორგანიზმი თავისით გადაეწყობა კვების მკაცრ რეჟიმზე. ნივთიერებათა ცვლის პროცესი 10-30% - ით ნელდება, ანუ კალორიები ნელა იწვება. გარკვეული დროის შემდეგ, როცა დიეტა დასრულდება, ადამიანი ისევ ჩვეულ კვების რეჟიმს უბრუნდება. ორგანიზმს კი ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაწყობა უჭირს, ეს კი წონაში სწრაფად მატების მიზეზი ხდება.

image თუ ახალ- ახალ დიეტებს ხშირ-ხშირად იწყებთ და მალევე ანებებთ თავს, ბოლომდე არ მიგყავთ, ასეთ დროს ორგანიზმში ცხიმის გადანაწილება იცვლება. ახალდაგროვილი ცხიმი ძირითადად მუცლის არეში, შინაგანი ორგანოების ირგვლივ იყრის თავს და არა - გვერდებისა და თეძოების კუნთებს შორის. ექიმების აზრით, ასეთი გადანაწილება საკმაოდ სახიფათოა, რადგან მუცლის არიდან ცხიმი ღვიძლსა და სისხლში ხვდება და ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. ეს კი, თავის მხრიც, ინსულტის რისკს ზრდის და შესაძლოა, ნაღველში კენჭებიც ჩამოყალიბდეს, რადგან ქოლესტერინის ნაწილი სწორედ იქ კრისტალდება.


image არასწორი კვების დასრულების შემდეგ გასუქებას ისიც იწვევს, რომ შეზღუდული კვების რეჟიმში ორგანიზმი კალორიების მხოლოდ ნახევარს წვავს, დანარჩენს კი მარაგად ინახავს და რაც უფრო ნაკლებ კალორიას იღებთ, მით უფრო ეკონომიურად ხარჯავს. როგორც კი ადამიანი შიმშილს შეწყვეტს და ჭამას დაიწყებს, ჭარბად მიღებულ კალორიებს ორგანიზმის მიერ მომარაგებულიც დაემატება და ეს, თავისთავად ცხადია, ორმაგი წონის საწინდარია.

მაშ, როგორ მოიქცეს, ვისაც გახდომა სურს? საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღი ცხოვრების წესია - სწორად იკვებონ და ბევრი იმოძრაონ. როგორც ცნობილი ამერიკელი დიეტოლოგი უილიამ ჰილი ამბობს: "სიტყვა "დიეტა" დაივიწყეთ. მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვნები და რაციონში მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები შეიტანეთ, რომელთა დაცვასაც სიცოცხლის ბოლომდე შეძლებთ".


1
120
10-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
120
  
2013, 21 ივლისი, 20:21
დიეტა მართლა არ მიხსენოთ:D
0 1 1