საზოგადოება ყველაზე ცუდი პაროლების ათეული 2013, 20 აგვისტო, 22:41 "გუგლმა" ყველაზე ცუდი პაროლების ათეული გამოაქვეყნა. პირველ ადგილას შინაური ცხოველების სახელები აღმოჩნდა. 2-3 ადგილი ოჯახის წევრთა დაბადების დღეებმა და სხვა ღირსშესანიშნავმა თარიღებმა დაიკავეს. 4-5 ადგილები წილად ხვდა შვილებისა და ახლობლების სახელებს. უვარგისი პაროლების ათეულში ასევე შედის მშობლიური ქალაქების, სოფლების, დღესასწაულების სახელწოდებები, ასევე საყვარელ სპორტულ გუნდთან დაკავშირებული და სხვა მსგავსი სახელები. მეათე, საპატიო ადგილი კი წილად ხვდა სიტყვას "პაროლი". 542 6-ს მოსწონს 1-ს არა
|