x
image
natia.a
რომელი სარეკლამო რგოლების აკრძალვას ითხოვდნენ დიდ ბრიტანეთში
ბრიტანულმა სარეკლამო კომიტეტმა (ASA) 2012 წელს გამოაქვეყნა იმ სარეკლამო რგოლების სია, რომელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საჩივარი შედიოდა. საინტერესოა, რომ ამ სიაში შემავალი ვიდეორგოლებიდან საბოლოოდ არც ერთი არ იქნა აკრძალული.


გთავაზობთ ამ სარეკლამო რგოლებს მოკლე მიმოხილვით.


1. 2005 წელს გამოსული KFC (ფასტ-ფუდი)-ს რეკლამა, რომლის წინააღმდეგ 1600 საჩივარი შევიდა მშობლებისგან. მათი განცხადებით სარეკლამო რგოლი ბავშვებს საკვებით სავსე პირით საუბრის მავნე ჩვევას უვითარებდა. თუმცა ASA-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან არ მიიჩნიეს აღნიშნული რეკლამა პატარებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად.




2. ბუკმეკერის, Paddy Power-ის მიერ 2010 წელს გამოშვებული რეკლამა 1300-მა ადამიანმა უსინათლოებისა და კატების უფლებების შემლახავად მიიჩნია. თუმცა ASA-ში სათანადოდ დააფასეს სარეკლამო რგოლში ნაჩვენები იუმორი და რეკლამა არ აკრძალეს.



3. ორგანიზაცია Marie Stopes International-ის მიერ ქალთა საკითხებზე დახმარების ცხელი ხაზის სარეკლამო რგოლის წინააღმდეგ მარეგულირებელში1000-ზე მეტი საჩივარი შევიდა. სხვა "დანაშაულებებს" შორის, რასაც აღნიშნულ რეკლამას აბრალებდნენ, აბორტის პროპაგანდაც ფიგურირებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მართლაც აქტიურად უჭერს მხარს აბორტს, სარეკლამო კომიტეტმა არ აკრძალა ვიდეომასალა, რადგან, როგორც ექსპერტები ადასტურებენ, რგოლიდან არ კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ ორსულობის ბოლომდე მიყვანას მისი შეწყვეტა სჯობს.


4. "ზოგჯერ ერთადერთი, რის წინააღმდეგაც გიწევს ბრძოლა, საკუთარი თავია" – ასეთია Volkswagen-ის 2009 წელს გამოსული სარეკლამო რგოლის სლოგანი. მას მაყურებელმა განსაკუთრებულ სიმკაცრეში დასდო ბრალი, მაგრამ სარეკლამო კომიტეტმა მას მხოლოდ საეთერო დროის შეზღუდვა "მიუსაჯა" და რეკლამა სატელევიზიო სივრცეში მხოლოდ 9 საათის მერე გადიოდა.


5. ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების დეპარტამენტის სარეკლამო რგოლი მაყურებელს არ მოეწონა, რადგან მიიჩნიეს, რომ ბავშვებში ფობიების ჩამოყალიბებას შეუწობდა ხელს. ამასთან, რეკლამას აბრალებდნენ იმასაც, რომ ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებას უკიდურესად ნეგატიურად წარმოაჩენდა. თუმცა არც ეს ვიდეომასალა აკრძალულა.


6. ამ რიცხვში შევიდა საქველმოქმედო ფონდ Barnardo’s- ს მიერ გაშვებული სოციალური სარეკლამო რგოლი ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მაყურებელმა რეკლამის აკრძალვა მოითხოვა მასში წარმოდგენილი უკიდურესი სისასტიკის (ბავსვების ცემა, ნარკოტიკების მიღება) გამო, რისი ნახვაც, ბევრის აზრით, ბავშვებისთვის საზიანოა. ASA-მ საჩივრები არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ვიდეომასალაში წამოდგენილი ძალადობის სცენები მი სივე თემატიკითაა განპირობებული.



7. 2011 წელს კი ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა მობილური რიტეილერის, Phones 4U-ს სარეკლამო რგოლზე, რომელშიც წარმოდგენილია პატარა გოგონა და გადაღებულია საშინელებათა ფილმის ეფექტით. მაყურებელთა დიდ ნაწილს ამგვარი ეფექტი შეუფერებლად მიაჩნია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ამიტომ რეკლამის საეთერო დრო შეიზღუდა და მისი გაშვება მხოლოდ 19 საათის შემდეგ გახდა შესაძლებელი.


2
31
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
31
  
2013, 20 აგვისტო, 15:06
მადლობა :)
2013, 20 აგვისტო, 0:04
საინტერესო იყო :)
0 1 2