პარაგვაის
ახალმა პრეზიდენტმა ორასიო კარტესმა თავისი ყოველთვიური ხელფასი
ქველმოქმედებისათვის გაიღო. ეს არის დაახლოებით 10 ათასი დოლარი ყოველთვიურად. ეს
თანხა გადაიგზავნება წმინდა რაფაელის სახელობის თავშესაფარში, სადაც
ავადმყოფი ბავშვები და განუკურნებელი
სენით დაავადებული პაციენტები არიან.
აი, ასე შეასრულა სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა
თავისი პირველი დაპირება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისცა
ამომრჩეველს. კონსერვატორი-ბიზნესმენი, 57 წლის ორასიო კარტესი პარაგვაის
ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი პრეზიდენტის თანამდებობაზე 15 აგვისტოს
დაინიშნა და მაშინვე ომი გამოუცხადა
სიღარიბეს.