x
image
lady.ge
face off- მე მიმატოვეს..

image


გადავწყვიტე რუბრიკა გავაკეთო სახელწოდებით “face off” რომელშიც ღიად და შეულამაზებლად
ვისაუბრებთ ქალებისთვის საჭირბოროტო თემებზე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა აუცილებელია
ყველანაირი ნიღაბი მოვიხსნათ და საკუთარ შიშებს, ეჭვებს და ტკივილებს თვალი თამამად
გავუსწოროთ. მერწმუნეთ, ასეთი ნაბიჯი ყველა ჩვენგანის გადასადგმელია ცხოვრებაში რათა
წარსულისგან სამუდამოდ გავთავისუფლდეთ და მომავალს იმედით და ოპტიმიზმით შევხედოთ.
რადგან არ შეიძლება გქონდეს ბედნიერი მომავალი, როცა წარსულს უიმედოდ ებღაუჭები აწმყოს კი საერთოდ უგულველყოფ...


image
ნაწილი პირველი


მე მიმატოვეს....


მიტოვებული ქალი-თუ ეს მცნება კონკრეტულად თქვენთვის
უცნობია, ნუ შეიქმნით ილუზიებს და მით უმეტეს ნუ დასცინებთ ისე ქალებს ვისაც მსგავს
სირთულესთან შეჭიდება მოუხდა ცხოვრებაში. იყო მიტოვებული, ეს ძალზე დიდი ფსიქოლოგიური
სტრესია, რომლის წინაშეც შესაძლოა ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს ცხოვრების მანძილზე.


მთავარია დროულად შევძლოთ ამ სტრესთან გამკლავება, ისე რომ მისით გამოწვეულმა ტკივილმა ჭაობივით არ მოახერხოს
ჩვენი ჩათრევა. ამბობენ რომ ცხოვრება კანონზომიერია, ამიტომ თუკი ვინმე მიგატოვებთ,


image


დამიჯერეთ ოდესმე ისიც აღმოჩნდება თქვენს აგილას. აქედან გამომდინარე, გული ყველანაირი ბრაზის, წყენისა და იმედგაცრუებისგან უნდა
გაათავისუფლოთ, უნდა გაუშვათ ეს ადამიანი „თქვენ მდგომარეობასთან“ შესახვედრად თავის
ცხოვრებაში, თქვენ კი თქვენი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ. წარმოიდგინეთ რომ სიცოცხლე ერთი
დიდი საინტერესო წიგნია, რომლის მორიგი ფურცლის გადაფურცვლის და ახალი საინტერესო ისტორიის
წაკითხვის დრო დადგა თქვენთვის სწორედ ახლა. ამ დროს კი ნაწერებს როგორ წაიკითხავთ,
როცა თვალები ცრემლებით, გული კი ტკივილით გაქვთ სავსე? ნუ ეძებთ ამაოდ სოციალურ ქსელებში ძველ „პაკლონიკებს“
ან უბრალოდ იმათ ვისაც ოდესმე მოსწონდით, ახალი ურთიერთობის დაწყება ცხელ გულზე ყველაზე არამომგებიანი საქციელია. ჯერ უნდა დამშვიდდეთ,
გული და გონება წარსულის ნაგლეჯებისგან უნდა გაათავისუფლოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებთ
სუფთა ფურცლით დაიწყოთ ახალი, უფრო ლამაზი სიყვარულის ისტორია, მანამდე კი ცრემლები
მოიწმინდეთ, თამამად გაუსწორეთ თვალი სინამდვილეს და იმ ფაქტს რომ ზუსტად თქვენს თავს მოხდა ეს.. მიგატოვეს. მერე
რა? ამაოდ არაფერი ხდება ცხოვრებაში. დღევანდელი
განშორება, შეიძლება ხვალინდელი დიდი სიყვარულის ხელშემწყობი და დამაჩქარებელი მოვლენაა.
მესმის ძნელია დაიჯერო ეს მაშინ, როცა გგონია
რომ სამყარო თავზე დაგენგრა და

„მის“ გარეშე არაფერს აზრი აღარ აქვს შენს
ცხოვრებაში, თუმცა ერთი მარტივი ჭეშმარიტება დაიმახსოვრე, რაც უფრო მეტად მიუახლოვდები
ტკივილის და თვალებში ჩახედავ მას მით უფრო მარტივად გაყუჩდება იგი. ამიტომ დროზე ჩართე
წამზომი და გზა გაათავისუფლე ლამაზი მომავლისკენ, რომელიც წინ გელოდება!




5
1267
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1267
  
2013, 4 ოქტომბერი, 23:40
ყველაზე მტკივნეული თემა...:):)
2013, 29 ივნისი, 5:19
მე ისეთი "კურდღელი" შემხვდა,მიტოვებითაც ვერ მიმატოვა და ეს პასუხისმგებლობაც მე ამკიდა....
მიატოვე შენ, პირველმა....იმას კი ნუ დაელოდები როდის მიგატოვებს და გაგასწორებს მიწასთან.....ამაყი იყავი და საკუთარი თავის ფასი იცოდე სიმონ....რას ქვია მიგატოვეს
2013, 13 იანვარი, 17:09
rogor. ge ზე შეგიძლია ნახო უკეთესი ვარიანტი ;)
2012, 8 მაისი, 20:48
გაცილებით უფრო მტკივნეულია განშორება, როცა შენი პროვოცირებით და უმოქმედობით ხდება და გვიან აცნობიერებ, რომ შენ ხარ დამნაშავე.
0 1 5