კერძები ფრინველის ხორცისაგან შემწვარი წიწილა მაყვლის საწებელში ნიგოზთან ერთად უგემრიელესია 2013, 8 აგვისტო, 23:07 ![]() როგორც იმერელს, ვფიქრობ, რომ წიწილა მაყვალში მხოლოდ იმერეთში იციან, რომელიც დამეთანხმებით, მართლაც დელიკატესად ითვლება.მომზადების წესი მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ღირს გარჯად.საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები: 1) წიწილა - ერთი ცალი: 2) ნიგოზი 300 გრამი: 3) ზეთი 150 გრამი: 4) მაყვალი 0, 5 ლიტრი: 5) ისრიმი (მკვახე ყურძენი) 50 გრამი. წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული მაყვლის საწებელი, რომელიც დაახლოებით ისევე მზადდება, როგორც ტყემალი, განსხვავება კი მხოლოდ იმაშია რომ, როცა მაყვლის გაწურვას დავაპირებთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მარლა ან ბინტი, რომ ნარჩენები არ გაჰყვეს წვენს და სუფთად ჩავასხათ ბოთლებში. ![]() ![]() ![]() ![]() 1190 14-ს მოსწონს 1-ს არა
|