კერძები ფრინველის ხორცისაგან შემწვარი წიწილა მაყვლის საწებელში ნიგოზთან ერთად უგემრიელესია 2013, 8 აგვისტო, 23:07 როგორც იმერელს, ვფიქრობ, რომ წიწილა მაყვალში მხოლოდ იმერეთში იციან, რომელიც დამეთანხმებით, მართლაც დელიკატესად ითვლება.მომზადების წესი მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ღირს გარჯად.საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები: 1) წიწილა - ერთი ცალი: 2) ნიგოზი 300 გრამი: 3) ზეთი 150 გრამი: 4) მაყვალი 0, 5 ლიტრი: 5) ისრიმი (მკვახე ყურძენი) 50 გრამი. წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული მაყვლის საწებელი, რომელიც დაახლოებით ისევე მზადდება, როგორც ტყემალი, განსხვავება კი მხოლოდ იმაშია რომ, როცა მაყვლის გაწურვას დავაპირებთ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მარლა ან ბინტი, რომ ნარჩენები არ გაჰყვეს წვენს და სუფთად ჩავასხათ ბოთლებში. მომზადების წესი კი შემდეგია: როდესაც წიწილას კარგად დავბრაწავთ ზეთში, ცალკე ჯამზე გამზადილი უნდა გვქონდეს 300 გრამი გატარებული ნიგოზი.ტაფიდან ვიღებთ წიწილას და ტაფაზე დარჩენილ ცხიმს ( რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს კერძს), ვასხამთ ნიგოზზე, ვურევთ ხის კოვზით და ნახევარ ლიტრ წინასწარ გამზადებულ მაყვლის საწებელს ვასხამთ.ვამატებთ ჩვენს მიერ გამოწურულ მკვახე ყურძნის წვენს, რომელიც განსაკუთრებულ არომატს აძლევს კერძს. არ შეიძლება წყალი შევურიოთ ამ კერძში, რადგან საერთოდ ეცვლება გემო. შემდეგ ვჭრით წიწილას, ვაწყობთ სხვა ჯამზე და თავზე გადავასხამთ ჩვენს მიერ მომზადებულ მაყვლის საწებელს. რაც შეეხება მაყვლის საწებლის მომზადების წესს, შევეცდები შემდეგ სტატიაში შემოგთავაზოთ. 1187 14-ს მოსწონს 1-ს არა
|