x
image
თამარი555
მსხვერპლად შეწირული ჟურნალისტი

image


ნიჭიერი და განათლებული ჟურნალისტი, რომელიც ცინიკურმა და სასტიკმა საბჭოთა სისტემამ შეიწირა.


ნაზი შამანაური დაიბადა 1940 წელს ქ. დუშეთში. ბავშვობის წლები მან მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა. 1944 წელს ოჯახი დუშეთში გადმოსახლდა. 1958 წელს ნაზიმ დუშეთის პირველი სკოლა დაამთავრა. იმავე წელს მან თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, უცხო ენების ფაკულტეტზე. ფრანგული ენის სპეციალობაზე, რომელიც მან 1965 წელს დაამთავრა. იმავე წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო აღმზრდელად ინტერნატში, სოფელ პირმისაანთკარში. 1966 წელს შამანაური კვლავ დაუბრუნდა სტუდენტურ ცხოვრებას და ამჯერად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. რომელიც წარმატებით დაამთავრა 1971 წელს.

ჟურნალისტური განათლების მიღების შემდეგ იგი იწყებს მუშაობას თბილისის სამკერვალო ფაბრიკის რადიოში. ამ პერიოდში მისმა ჟურნალისტურმა ხედვამ ბევრი ნაკლოვანება შეამჩნია და სხვებისგან განსხვავებით მან სიჩუმე დაარღვია და ბრძოლა დაიწყო ამის წინააღმდეგ.


ის აქვეყნებს პუბლიკაციას სადაც თამამად ამბობს იმას რაც ბევრმა იცოდა, მაგრამ ეშინოდათ გამჟღავნების.

ბოლო ასეთი წერილი ნაზი შამანაურმა 1974 წლის 7 ივნისს გამოაქვეყნა გაზეთში “სოფლის ცხოვრება." ამის შემდეგ მისთვის ყველა რესპუბლიკური და რაიონული გაზეთების და ჟურნალების კარები დაიხურა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში, ვაჟა–ფშაველას მშობლიურ სოფელში დიდი პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული ტარდებოდა. ნაზი შამანაური აქ გამოვიდა სიტყვით სადაც ბრალს დებდა ადგილობრივი ხელისუფლების მესვეურებს მრავალ დარღვევასა და ბოროტმოქმედებაში. იგი შეეხო ზოგად სიტუაციას, რომელშიც მთელი საქართველო იმყოფებოდა. ამის გამო იგი დაუყოვნებლად იქნა დაპატიმრებული მაშინდელი მილიციისა და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლების მიერ. დუშეთის რაიონის კგბ–მ კონფისკაცია გაუკეთა 77 გვერდიან ტექსტს. ასევე დააპატიმრეს ნაზი შამანაურის დედაც.

საბჭოთა ხელისუფლებამ ნაზის და მის დედას იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

საავადყოფოში მყოფმა შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა, რომელმაც 77 დღე გასტანა.

მიუხედავად ამისა მას ტანჯავდნენ ინსულინის შოკით და ნეიროლეპტიური ინექციებით. რომელიც მძიმე დაავადებას იწვევდა.

1983 წლის იანვარში საავადმყოფოს პერსონალმა სასტიკად სცემა ნაზი შამანაური, რომლის შედეგად მან მიიღო მძიმე ქალა–ტვინის ტრამვა, პერიტონიტი და იგი მეცხრე საავადმყოფოში დაიღუპა.

მორიგე ექიმმა და პათანატომმა დაასკვნეს რომ იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მაგრამ ოფიციალურმა ექსპერტიზამ დამალა ეს ფაქტი.

ნაზი შამანაურის დაკრძალვაზე მხოლოდ 80 ადამიანი იმყოფებოდა. უმეტესობა და ახალგაზრდობა თავისი სურვილით იყო მოსული თბილისიდან. ბევრი მათგანი ხელისუფლების შიშის გამო ვერ ესწრებოდნენ მის დასაფლავებას.


1991 წელს შოთა ჯინჭარაულმა შეკრიბა ნაზი შამანაურის დღიური და გამოსცა წიგნი სახელწოდებით “ ჩემი სიმართლე–ჩემი მტერია."

4
243
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
243
  
2013, 8 აგვისტო, 11:16
გმადლობთ თქვენც.
2013, 8 აგვისტო, 11:14
ძალიან კარგი სტატიაა. სამწუხაროდ არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ. კარგია, რომ გავიგე. მადლობა სტატიის ავტორს.
2013, 7 აგვისტო, 22:55
გმადლობთ. არ უნდა დაგვავიწყდეს.
2013, 7 აგვისტო, 22:39
ძალიან საინტერესო სტატიაა.კარგია რომ გაიხსენეთ ნაზი შამანაური.
0 1 4