დიდმა მკერდმა, წვრილმა წელმა და თოჯინა ბარბისთან მსგავსებამ, ვალერია ლუკიანოვას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად ამისა, უკრაინელი მოდელი ამით არ დაკმაყოფილდა და მან იპოვა ახალი მეთოდი სამყაროს გასაოცებლად.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვალერია ყვება მოგზაურობის შესახებ მიწიერი რეალობის მიღმა.
"კოსმიური ბარბი"-ეს არის ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ლუკიანოვა ამტკიცებს, რომ იგი არის ბარბის ნამდვილი ორეული.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი ფოტოებით და ვიდეოებით ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში, ამტკიცებს რომ სინამდვილეში იგი არის სულიერი არსება, რომელიც თავის იდეალურ ფიზიკურ ფორმებს იყენებს საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
"ჩემი ცხოვრების მიზანი იმაში მდგომარეობს, ამ პლანეტაზე დავეხმარო ადამიანებს რომ გახდნენ ადამიანები-ნახევრად ღმერთები. მე ვარ ყველაფერი! ყველაფერი არის სიყვარული! სიყვარული არის ღმერთი!"-ამბობს გოგონა.
ვალერია, რომლის სულიერი სახელია ამატია ამბობს, რომ მან სულების დანახვა დაიწყო სხვა განზომილებიდან, როდესაც იგი იყო 12-13 წლის.
"მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მე ბარბის მეძახიან, მე არასოდეს ვცდილობდი, რომ დავმსგავსებოდი თოჯინას. მე ისევე როგორც ყველას, სურვილი მქონდა ვყოფილიყავი ლამაზი, ქალური და ელეგანტური. უბრალოდ ასე მოხდა, რომ თოჯინის შემქმნელებმა გამოიყენეს დახვეწილი გოგონას გარეგნობა ბარბის შესაქმნელად"-აცხადებს ვალერია.
"ხალხი ცუდად ლაპარაკობს, იმათ შესახებ ვინც სრულყოფილებისკენ მიისწრაფიან. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის გაგება. მე ბედნიერი ვარ, რომ მათ არარეალურად მივაჩნივარ, ეს ნიშნავს რომ მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ"-ამბობს "ცოცხალი თოჯინა".