საზოგადოება მამაკაცმა იმიტომ გააუპატიურა ქალი,რომ "სიკვდილისგან ეხსნა" 2013, 4 აგვისტო, 9:04 ა.შ.შ-ში შტატ იუტაში, დაკავებული იქნა 50 წლის აფროამერიკელი როჯერ უილიმ კელი, რომელიც 29 წლის მეზობლის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, დაკავებისას მამაკაცმა ასეთი განცხადება გააკეთა:"სექსის მეშვეობით მას სურდა სიცოცხლე დაებრუნებინა ქალისთვის", იუწყება The New York Daily News-ი.გამოძიების თანახმად როჯერი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შესასვლელში უგრძნობლად მწოლიარე 29 წლის მეზობელი დაინახა, იგი ხელში აიყვანა და სახლში საწოლზე დააწვინა, როგორც მან განაცხადა, სექსუალური აქტის მეშვეობით მას სურდა გაყინული ქალის ტემპერატურის აწევა, რომ არ მომკვდარიყო.ქალი როდესაც გრძნობაზე მოვიდა, იგრძნო, რომ იგი "გაუპატიურებული" იყო და პოლიციას გამოუძახა, თუმცა როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, ძნელია დაამტკიცო მართლა ჰქონდა გაუპატიურებას ადგილი თუ არა, საქმე იმაშია, რომ მეზობლები ადრეც იყვენენ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში, შემდეგ კი დაშორდნენ. 2360 15-ს მოსწონს 1-ს არა
|