ვარსკვლავები 2013 წლის ყველაზე მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავთა რეიტინგის სიის სათავეში მსახიობი - კერი ვაშინგტონია, ხოლო დღემდე ერთპიროვნულმა ლიდერმა ქეით მიდლტონმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა 2013, 2 აგვისტო, 1:52 უცხოურმა გამოცემა " Vanity Fair " - მა 2013 წლის ყველაზე მოდური ვარსკვლავი დაასახელა და ამჯერად ლიდერობა მსახიობ კერი ვაშინგტონს ერგო.ბოლო რამდენიმე წელია, ყველაზე მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავთა რეიტინგის სიის სათავეში ერთპიროვნულად ქეით მიდლტონი ლიდერობდა, მაგრამ წელს ახლახანს დაბადებული პრინცის დედა მესამე ადგილზეა. ყველაზე მოდურად ჩაცმულ ვარსკვლავთა სიაში მეორე ადგილზე მსახიობი და მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკია.მოგეხსენებათ, ტიმბერლეიკი წლებია ტომ ფორდის კლასიკურ კოსტუმებს არ ღალატობს და ამჯერადაც სწორედ კლასიკური სტილით მოხდა მისი ლიდერთა სამეულში დასახელება. რაც შეეხება აქამდე ერთპიროვნულ ლიდერს ყველაზე მოდურთა რეიტინგში - ქეით მიდლტონს, მისი შერჩევა ვარდისფერმა ქურთუკმა გამოიწვია, რომელიც ჰერცოგინიას ერთ - ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე ეცვა. "Vanity Fair"- ის სიაში მოხვდნენ აგრეთვე მსოფლიო ვარსკვლავები: მომღერლები, მსახიობები, მოდელები და პოლიტიკოსთა მეორე ნახევრები. პირველი 10 ადგილი კი ასე გადანაწილდა: მეოთხე ადგილზე ვიქტორია ბექჰემი, შემდეგ ჟიზელ ბიუნდჰენი, ბიონსე, ბრუკ შილდსი, შარლიზ ტერონი, რონან ფეროუ და ბოლო მე - 10 ადგილი ჩინეთის პირველმა ლედიმ პენ ლიუანიმ დაიკავა. 190 16-ს მოსწონს 1-ს არა
|