x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135670
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510044
ტკბილეულს "ჩიტის რძე", რატომ აქვს ასეთი უჩვეულო სახელი?

image
პრაქტიკულად ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც დაგვიგემოვნებია ეს უჩვეულო ტკბილეული და ალბათ გაგჩენიათ შეკითხვა, რატომ აქვს მას ეს სახელი. მოდით ეს გავარკვიოთ. ცნობილია რომ ჩიტის რძე არ არსებობს, თუმცა ეს თეორია უარყვეს მეცნიერებმა. მათი მონაცემების თანახმად, რძე აქვს ფლამინგოს, მტრედს, ნისკარტმარწუხას და ზოგიერთ პინგვინს. სულ სხვა საქმეა ის, რომ ჩიტის რძე საერთოდ არ გავს ძროხის რძეს. თავიანთი რძით ისინი "შვილებს" ანაყრებენ. მათი რძე უიშვიათესია და ამიტომ ძალიან ძვირი ღირს.image
ამის შესახებ ძველად არ იცოდნენ. ლეგენდებს თუ დავუჯერებთ, ზუსტად ასეთ რძეს აძლევდნენ სამოთხის ჩიტები ბარტყებს. იმისათვის, რომ გოგონებს მოეშორებინათ თავიდან გოგონებს მომაბეზრებელი შეყვარებულები, მათ აგზავნიდნენ ასეთი არაჩვეულებრივი პროდუქტის საძებრად. ისინი მიდიოდნენ ველურ უდაბნოში სადაც იხოცებოდნენ. ამასთან ერთად, ითვლებოდა, რომ ვინც გასინჯავდა ამ უიშვიათეს სასმელს გახდებოდა "აუღებელი", როგორც ტყვიისათვის ისე ნებისმიერი დაავადებისათვის. ამის შემდეგ შესიტყვება "ჩიტის რძე" ნიშნავს, რაღაც დაუჯერებელს, არნახულს და შეუძლებელსაც კი. სწორედ ასეთი უჩვეულო ტერმინით გადაწყდა, დღესდღეობით ასეთ პოპულარულ ტკბილეულის "წოდება". ეს ტკბილეული პირველად გამოუშვეს პოლონეთში 1936 წელს. რეცეპტი აქვს იგივე რაც ზეფირს, თუმცა ამას არ უნდა კვერცხი. ამბობენ, რომ კანფეტი ადრე უფრო გემრიელი იყო ვიდრე ახლა, მაგრამ ვაი რომ, დღეს ჩვენ ამას ვეღარ გავიგებთ.image

1
405
10-ს მოსწონს
ავტორი:ნინი მელიქიშვილი
ნინი მელიქიშვილი
405
  
2013, 1 აგვისტო, 12:28
ინფორმაციული სტატიაა.
0 1 1