შოუბიზნესი სალომე ქათამაძე: "მიყვარხართ ყველა, მთელი საქართველო და არაუშავს, ჩვენ ის ერთი ქულა შემთხვევით წავაგეთ" 2013, 28 ივლისი, 1:13 სალომე ქათამაძე მეორე ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ წინა საკონკურსო დღეს მიღებულმა ტოტო კუტუნიოს შეფასებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბოლოო შედეგში. სამწუხაროდ სულ მცირედით ჩამორჩა გამარჯვებულს - რობერტო კელ ტორესს, რომელმაც სულ რაღაც ერთი ქულით აჯობა. სალომე ქათამაძე თავის ფეისბუქზე წერს: " მიყვარხართ ყველა მთელი საქართველო და არაუშავს, ჩვენ ის ერთი ქულა შემთხვევით წავაგეთ, მაგრამ არაუშავს, ჩვენი სიყვარული ძლიერია და ხანგრძლივი". სალომეს შედეგს ფეისბუქზე გამოეხმაურა ქეთა თოფურია, რომელმაც ყველაფერში ტოტო კუტუნიო დაადანაშაულა და ამ ყველაფერს სირცხვილი უწოდა. 2265 12-ს მოსწონს
|