შოუბიზნესი ქსენია სობჩაკი საჯაროდ შეურაცხყვეს 2012, 1 დეკემბერი, 13:42 ელიტური შეხვედრების მუდმივი სტუმარი ქსენია სობჩაკი, რა თქმა უნდა, ლონდონში გამართულ რუსეთის ეკონომიკური ფორუმისადმი მიძღვნილ მხიარულ წვეულებას ვერ გამოაკლდებოდა, მაგრამ ცნობილი პოლიტიკოსის ქალიშვილი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ საჯარო ლანძღვა-გინების ობიექტი გახდებოდა. ქსენია სობჩაკი ბორის ელცინის ქალიშვილის ტატიანა დიაჩენკოსა და მისი ქმრის ვალენტინ იუმაშევის საზოგადოებაში ატარებდა დროს. მოულოდნელად ქერათმიან ლამაზმანს ახალგაზრდა, წარმოსადეგი მამაკაცი მიუახლოვდა და ბანკირად გაეცნო. ის იყო ახალმოვლენილი თაყვანისმცემელი გულითადი საუბრის გაბმას აპირებდა, რომ ქსენია მაშინვე დაინტერესდა: "თქვენი ბანკი მოსახლეობაზე კრედიტებს გასცემს?" "დიახ გასცემს", - უპასუხა ბანკირმა. "შეგიძლიათ, კლიენტის გადახდისუნარიანობა თვალის ერთი შევლებით შეაფასოთ? - ჰკითხა ქალბატონმა სობჩაკმა, - შეხედეთ, შეგიძლიათ ამ არსებას კრედიტი მისცეთ?" - ქსენიამ პოლინა იუმაშევაზე მიუთითა, რომელიც ვალენტინ იუმაშევის ქალიშვილი და "საბაზრო ელემენტის" მფლობელის ოლეგ დერეპასკის მეუღლეა. უცნობი ბანკირი უხერხულად შეიშმუშნა და ქსენიასთან საუბრის სურვილი აღარ გამოუხატავს. მალე სტუმრებმა კომპანია "კიტ ფინანსის" წვეულებას მიაშურეს, სადაც ჯგუფი "ლენინგრადი" გამოდიოდა. კოლექტივმა ტრადიციული, არცთუ სასიამოვნო შინაარსის რამდენიმე სიმღერა ჩვეული მანერით შეასრულა, შემდეგ კი სცენაზე ყველასთვის უცნობი სტას ბარეცკი მიიწვია. "ახლა კი სიურპრიზი ქსენია სობჩაკისთვის!" - გამოაცხადა მან. სცენაზე უზარმაზარი მამაკაცი გამოვიდა და ქსენია სობჩაკის მისამართით უწმაწური სიტყვების კორიანტელი დააყენა, თანაც ისე გარითმულად ილანძღებოდა, რომ საზოგადოებას თავიდან ხუმრობა ეგონა. ბორის ნემცოვმა ხელშიც კი აიტაცა ქსენია და სცენაზე უცნობ შემსრულებელს დაუსვა გვერდით. მართალია, მთელი ამ დროის განმავლობაში ქალბატონი სობჩაკი იღიმებოდა და სცენაზე ერთი-ორი წაიცეკვა კიდეც, მაგრამ როგორც კი თავი გაითავისუფლა, თვალცრემლიანმა დარბაზის შორეულ კუთხეს მიაშურა, მალე კი საერთოდ დატოვა იქაურობა. შეურაცხმყოფელი სიმღერა ოთხ წუთს გაგრძელდა. 334 5-ს მოსწონს
|