შოუბიზნესი თინა კანდელაკი კინაღამ დაიწვა 2012, 9 ნოემბერი, 15:52 რუსეთში მოღვაწე პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ამჯერად ცნობილ სერიალში მიიწვიეს - "არ დაიბადო ლამაზი". ეს ფაქტი მისი მზარდი პოპულარობის შესახებ კიდევ ერთხელ მეტყველებს. თუმცა გადასაღებ მოედანზე სტუმრობას მისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. როგორც კი თინა გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, მას დამწყები რუსი მსახიობი ილია ლიუბიმოვი მივარდა, რომელიც სერიალში ერთ-ერთ მთავარ გმირს ანსახიერებს და სახესთან გაზის სანთურა დაუტრიალა. ასეთი ექსტრავაგანტური მეთოდით აპირებდა ახალგაზრდა მსახიობი ვარსკვლავის გაცნობას. ეს სანთურა საგანგებოდ სთხოვა ადგილობრივ შემდუღებლებს, რომ ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ერთ მომენტში სანთურა არასწორად გაიქნია და ალი ავარდა, თინას რომ უცებ არ გაეწია თავი, სახე აუცილებლად დაეწვებოდა... სცენარის მიხედვით, ლიუბიმოვის გმირი თინა კანდელაკს ეცნობა, სერიალში ხომ ტელეწამყვანი საკუთარ თავს განასახიერებს. ასეთი "ცხელი" და მოულოდნელი ნაცნობობისგან თინას სახე აელეწა და ძალიან გაბრაზდა. ლიუბიმოვი კი ხმამაღლა იძახდა: " ღმერთო ჩემო, ეს თინა კანდელაკია, თვით თინა კანდელაკი". როცა კამერის წინ თინამ თავისი ფრაზები დაამთავრა, გაოგნებულმა სასწრაფოდ დატოვა გადასაღები მოედანი. სხვათა შორის, ამ ფაქტს წინ უძღოდა თინას მორიგი ინტერვიუ, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ მამაკაცებს ეხებოდა. თავისი ცხოვრების მამაკაცებს შორის თინამ პირველ რიგში მამამისი დაასახელა, რომელიც თურმე თავის დროზე ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და "ბაში-აჩუკშიც" სათამაშოდაც მიუწვევიათ, თუმცა მას უარი უთქვამს. 496 4-ს მოსწონს
|