საზოგადოება როლანდ ახალაია-თხის გაუპატიურებაზე ნასამართლევი დეპუტატი 2013, 26 ივლისი, 19:35 23 ივლისს საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველ გიორგი გაბედავასა და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ როლანდ ახალაიასა და გიორგი ონიანს, (რომელიც ბაჩო ახალაიას ადვოკატია) შორის შელაპარაკება მოხდა. გიორგი გაბედავა აცხადებს რომ პირველად გინება ახალაიამ დაიწყო, კითხვაზე, თუ რატომ აქვს ჭა სახლში და არა ეზოში. მისივე თქმით, როლანდ ახალაიას ისეთი საზიზღრობები აქვს გაკეთებული რომ ეშინია ჭა ეზოში ქონდეს, რათა წყალი არ მოუწამლონ. ახალაია აცხადებს რომ გაბედავას მამა არის რუსეთის აგენტი, ცნობისთვის ის ახლაც იქ იმყოფება. გაბედავა ამაზეც პასუხობს დეპუტატს და ამბობს რომ მამამისი როლანდ ახალაიას ცრუ ბრალდებების გამოა სამშობლოს მოწყვეტილი. "ყველა უწყება, რომელიც ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, ებრძოდა მამაჩემსაც და მთელს ჩემს ოჯახს. შეგიძლიათ, სამეგრელოში ჩახვიდეთ და იკითხოთ მამაჩემიც და ახალაიაც და გაიგებთ, ვისზე რას ფიქრობენ. როლანდ ახალაიას საერთოდ როგორ ამოეღება ხმა, როდესაც ახალგაზრდობაში თხის გაუპატიურებაში იყო ბრალდებით იყო დაპატიმრებული. შემდეგ როცა მთ. პროკურორი გახდა, ეს საქმეები გააქრო არქივიდან. პროკურორად მუშაობის პერიოდში ხალხი ტერორში ყავდა. სხვათაშორის, მეცნიერების მიერაა დადგენილი, როდესაც მშობელს აქვს რაიმე სახის სექსუალური გადახრა, ეს აუცილებლად აისახება შვილებზე. ახალაია დაჭერილი იყო ზოოფილიის ბრალდებით და როგორი შვილებიც ყავს, კარგად ხედავთ" - აცხადებს გიორგი გაბედავა. ამ ფაქტთან დაკავშირებით როლანდ ახალაია კომენტარს არ აკეთებს, მეტიც არც სატელეფონო ზარებზე რეაგირებს. 370 5-ს მოსწონს
|