სიახლეები ყველაზე ეფექტური საზამთროს დიეტა - ვიკლებთ იმდენს, რამდენიც ზედმეტია ჩვენი ორგანიზმისთვის 2013, 25 ივლისი, 21:44 წელიწადის ყველა სეზონზე წონის დასაკლებად სხვადასხვა დიეტას უნდა მივმართოთ თუ გვინდა, რომ შედეგი ეფექტური იყოს და წონის დაკლების ხარჯზე არმოხდეს ჩვენი ორგანიზმის გამოფიტვა საჭირო ნივთიერებებისგან. საზამთროს დიეტის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გვიწევს შიმშილი.უნდა მივიღოთ საუზმე, სადილი და ვახშამი იმაზე მცირე რაოდენობით ვიდრე ჩვეულებრივად ვიღებდით და დესერტად უნდა დავაყოლოთ საზამთრო.ასევე შუალედებში, როცა მოგშივდებათ საზამთრო მიირთვით, მაგრამ დღის განმავლობაში საზამთროს რაოდენობა 2 კილოს არ უნდა აღემატებოდეს. დიეტა უნდა დავიცვათ 1 კვირა, ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ ერთი დღე განტვირთვა და მთელი დღის განმავლობაში მივიღოთ მხოლოდ საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რომელიც ზედმეტ სითხეს და მავნე ნივთიერებებს გამოდევნის ორგანიზმიდან და საჭმლის მომნელებელ სისტემას მოაწესრიგებს. საზამთოს დიეტის დროს ვიკლებთ იმდენს, რამდენიც ზედმეტია ჩვენი ორგანიზმისთვის. 711 2-ს მოსწონს
|