ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი Peter Turnley, ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი და სენტიმენტალური ფოტოებით. შავ-თეთრი რომანტიკა სიყვარულის ქალაქში -პარიზი, მისი განსაკუთრებული ნამუშევარია.ფოტოებში ასახულია, წყვილების ინტიმური მომენტები, როგორც თანამედროვე პარიზში, ასევე გაცილებით უფრო ადრინდელ პერიოდში . ფოტოგრაფის ყველა ნაშრომი სავსეა სინაზით, სიყვარულით და სითბოთი. ფოტოებში ასახულია სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა ასაკის ადამიანთა სიყვარული, რომანტიკა, ურთიერთობები რითაც გადმოცემულია იმ დროინდელი ადამიანების სასიყვარულო ცხოვრება.