x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
შემოდგომა

imageყველაფერი
გაყვითლდა ირგვლივ.....შემოდგომააა........ბუნებამ ყვითელი სამოსი მოირგო და
თითქოს არაფერიო ისე დასცვივდა ხეს ფოთლები....ყველაფერს ერთი ფერი აქვს, ერთი სუნი
და ერთი იერი, სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან.რაღაც ახალი დაიწყო, ყველაფერს ერთი
ფერი აქვს, მაგრამ ნათელი, მე ეს უფრო მომწონს....ქუჩაში ფოთლები გეგებიან
ფეხქვეშ, უამრავი ესეთი ფოთოლი, რომლებსაც თითქოს უხარიათ ფეხზე ამბორი.....

ერთფეროვანია
ირგვლივ სამყარო……..მეც რაღაც ახლის მოლოდინში ვეგებები დილას.....რაღაც ახალი
უნდა დაიწყოს, ძველის თანმდევი, უფრო ლამაზი და უფრო ნათელი, იმედის
მომცემი.....უიმედობა და ერთფეროვნება თითქოს წარსულში დარჩა.ერთ ფერში ვხედავ
სამყაროს, მაგრამ ეს უფრო ნათელია და იმედის მომცემი ჩემი
ცხოვრებისთვის.......გამოიდარებს, იმედი მაქვს გამოიდარებს ჩემს ცხოვრებაშიც ისე
როგორც ბუნებაში. ეს სიყვითლეც გადაივლის და მრავალფეროვანი ჟამიც დადგება, იმედია
ჩემ გულსა და სულშიც გაზაფხულდება!!!!!!

imageimage

4
7085
12-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
7085
  
2013, 3 სექტემბერი, 17:23
კი გაზაფხულიც ძალიან კარგია მეგობარო მაგრამ შემოდგომა იმიტომ მიყვარს რომ ბარხატნი სეზონია+:)))
2013, 3 სექტემბერი, 17:21
მეც და გაზაფხული,ამიტომ დავწერე ეს :)
2013, 3 სექტემბერი, 17:19
ძალიან მიყვარს შემოდგომა:)))
2013, 3 სექტემბერი, 17:18
შემოდგომაა წვიმამ მოლია ხეთა მსუბუქი მელანქოლია...
0 1 4