დაღლა,გულთან სულ ახლოს (თამუნა გეწაძე ნუ გამიბრაზდები)
2013, 12 ივნისი, 23:41
დავიღალე...დაღლა ვიგრძენი გულთან სულ ახლოს. ჯერ ადრეა ამ სიტყვების თქმა, მე ჯერ ის გზა არ გამივლია, რომლის გავლის მერეც ამას ამბობენ, თუმცა ვიგრძენი დაღლა. ესე ნაადრევად, ან შეიძლება არცისე ადრე, ცხოვრების უსამართლობასთან ბრძოლამ დამღალა, სულ სადღაც დაგვიანებით ან ნაადრევად მისვლამ, უზუსტობამ და შეცდომებმა დამღალეს....არასასურველმა შედეგებმა, გაცრუებულმა იმედებმა, აუსრულებელმა ოცნებებმა და საერთოდ ამდენმა ოცნებამ დამღალა. უპასუხო გრძნობებმა, უსიყვარულობამ, უყურადღებობამ...დამღალა ყველაფერზე უარის თქმამ, რაც სასიამოვნოა ჩემთვის და ისე ცხოვრება , როგორადაც არ გინდა...ერთფეროვნების დასრულების მოლოდინმა დამღალა, ყალბმა ღიმილმა, რომ არ გეღიმება და მაინც რომ უნდა უღიმო შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, სადაც არ მინდა იქ ყოფნამ დამღალა და იმის არ ცოდნამ სად მინდა....დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო...
ახლა ვნახე და როგორ არ გაგიბრაზდე...... ზალიან კარგი და ლამაზია არაჩვეულებრივად წერ:))) მე მინდა რომ უფალი მუდამ შენთან იყოს და ასეც იქნება ♥ ყველას ცხოვრებაშია ასეთი მომენტები როცა ყველაფერი დაგღლის მაგრამ ასეთ პეროიდს გამონათება მოყვება ხოლმე და ასეც იქნება მთავრია რწმენა მიყვარხარ ძალიან ♥♥♥