ფეხბურთი დაბრუნება ბერნაბეუზე 2013, 3 ოქტომბერი, 11:19 გუშინ ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა სამეფო გუდმა.მადრიდის რეალმა საკუთარ კედლებში კოპეჰანგენს უმასპინძლა და მეტოქე 4-0 დაამარცხა. მადრიდელებმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს.კრიშტიანუ რონალდუმ და დი მარიამ დუბლი გაიფორმეს. რეალს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნომერ პირველი მეკარე იკერ კასილასი დაუბრუნდა. მართალია იგი გალათასარაისთან გამართულ მატჩში შემოუერთდა გუნდს, მაგრამ რამოსის მიერ მიყენებული ტრამვის გამო ნაადრევად დატოვა მოედანი, თუმცა მადრიდელთა სასიხარულოდ სერიოზული არ აღმოჩნდა ტრამვა და ის გუშინ, სანტიაგო ბერნაბეუზე კვლავ დაუბრუნდა კლუბს, რომელიც მისი ნაწილია და რეალი მის გარეშე, ჩემთვის პირადად, ცარიელია. მატჩის შემდგომ მან ძალინ ემოციური კომენტარი გააკეთა: "დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე დავბრუნდი.ამ პერანგის ტარება მაიძულებს ვიყო ამაყი.ახლა ყველაზე მთავარია ვარჯიშის გაგრძელება, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ. დიდი ხნის შესვენების მერე, ბევრ რამეზე იწყებ ფიქრს, თუმცა ჩემი ოცნება ამ გუნდში თამაშია, მანამ სანამ ჩემი სხეული ამის საშუალებას მომცემს.რეალი ყველაზე მომთხოვნი გუნდია, აქ თამაში ნიშნავს რომ შენს მიმართ ბევრი მოთხოვნაა და ადამიანებს გარკვეული აზრი უჩნდებათ შენნზე, შენ კი ვალდებული ხარ ნებისმიერ დამოკიდებულებას გულშემატკივრისას სცე პატივი. ერთად კი უნდა ვიბრძოლოთ მოვიგოთ ტიტულები" 21 7-ს მოსწონს
|