ფეხბურთი ტოპ 10 გამონათქვამი კრიშტიანუ რონალდუსგან 2013, 15 აპრილი, 21:20 10 "არასდროს დამიმალავს ის ფაქტი, რომ ჩემი განზრახვაა ვიყო საუკეთესო". 9 "ჩემი შვილი იქამდე არ იძინებს სანამ გოლს არ გავიტან, ხოლო როცა ჩემს გოლს ხედავს, 5 წუთში ეძინება". 8 "ერთხელ, 14 წლის ასაკში, გავიგონე საუბარი სპორტინგის მწვრთნელსა და მის თანაშემწეს შორის, ისინი ამბობდნენ, რომ მე ძალიან სუსტი ვარ და ვერასოდეს მოვიტან სარგებელს ფეხბურთისათვის. ახლა მილიონობით ადამიანი ავტოგრაფს მთხოვს. აი ეს არის ოცნებისკენ სწრაფვა, ეს არის ძლიერი ამბიცია! უბრალოდ ისახავ მიზანს, შრომობ თავდაუზოგავად და ხდები წარმატებული". 7 ნიჭი არ არის ყველაფერი. შეიძლება ის მოგყვებოდეს ბავშვობიდან, მაგრამ აუცილებელია, რომ ისწავლო და იღწვოდე რომ გახდე საუკეთესო". 6 "თქვენი სიყვარული მხდის ძლიერს, თქვენი სიძულვილი-შეუჩერებელს". 5 "მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა სიცოცხლის ხალისი, მას უყვარდა ფეხბურთი. თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ, რადგან მას რომ შეძლებოდა ჩემი ყურება, თუ რას მივაღწიე, ნამდვილად დიდი რამ იქნებოდა მის ცხოვრებაში. მაგრამ, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ზემოდან ყოველთვის მიყურებს". 4 "ფეხბურთმა დიდი გამოცდილება მომცა. მივხვდი, რომ რაც უფრო პოპულარული ხდები, მით უფრო ჩნდება აგრესია შენ მიმართ. ამ აგრესიის შეჩერებას არასოდეს ვეცდები. დაე, ვძულდე ხალხს, ისეთი როგორიც ფიქრობენ, რომ ვარ, თუმცა ისინი არ იცნობენ ნამდვილ კრიშტიანუს". 3 "მე ვგრძნობ დაუსრულებელ საჭიროებას სწავლისა, განვითარებისა. არამარტო იმისთვის რომ ვასიამოვნო მწვრთნელსა და ფანებს, არამედ დავრჩე კმაყოფილი საკუთარი თავით. მწამს, რომ სწავლას არ აქვს საზღვრები და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მაინც არასდროს უნდა გაჩერდე". 2 "თამაშის დროს მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, თითოეულ მოთამაშეზე უნდა იფიქრო, რადგან ფეხბურთი გუნდური თამაშია. ის ურთიერთდახმარებას მოითხოვს. ჩემთვის პირად წარმატებაზე მეტად გუდური მიღწევები ფასობს". 1 არ ვთამაშობ ფულის დაგროვების მიზნით, ვინაიდან, როცა ამთავრებ კარიერას ხალხს შენი ხელფასი კი არა, თამაში ამახსოვრდება". პ.ს. რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? ულამაზესი გოლი, რომელიც გუშინდელ თამაშზე, ბილბაოს ატლეტიკს გაუტანა. 159 6-ს მოსწონს 1-ს არა
|