ბრიტანეთში 2013 წლის ბოლომდე ჩვეულებრივ გზებზე უმძღოლო ავტომობილებს გასინჯავენ, იუწყება ქვეყნის ხელისუფლება.აქამდე მთლიანად ავტომატირიზებული ავტომობილები მხოლოდ კერძო გზებზე გამოიცადა.უმძღოლო ავტომობილები იმართება სენსორებით და ვიდეოკამერებით.ეს ტექნოლოგია განიხილება, როგორც უფრო უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილი.გამოცდის დროს მანქანაში ყოველ შემთხვევაში იქნება მძღოლი.ავტომობილები მძღოლის გარეშე დადიან წინ მიმავალი ავტომობილისგან უსაფრთხო მანძილზე დაშორებული, არ გადადიან გზის ზოლიდან თუ საჭიროება არ მოითხოვს.ჯერჯერობით ავტომობილები გამოცდას გაივლიან სოფლის გზებზე და ქალაქგარეთ, ანუ სადაც მოძრაობა ინტენსიური არაა, ლაზერის და ვიდეოკამერის დახმარებით ავტომობილი დაიმახსოვრებს ყოველდღიურ მარშრუტს, გზას სამსახურისკენ, მაღაზიაში და სხვა.უმძღოლო ავტომობილების გამოცდა უკვე ა.შ.შ.-იც მიმდინარეობს, სამ შტატში უკვე მიიღეს კანონი, რომელიც არეგულირებს ავტონომიურ ავტომობილების მოძრაობას.კომპანია Google-იმ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ამ ტექნოლოგიის განვითარებისთვის, Toyota Prius-მა, რომელიც სპეციალურად იქნა გაკეთებული ამ სიახლისთვის 480 ათასი კილომეტრი გაიარა, როგორც Google-ის დამაარსებელი სერგეი ბრინი აღნიშნავს, ავტომობილს მძღოლის გარეშე შეძენა უკვე უახლოესი 10 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.ამ სიახლით დაინტერესებულები არიან აგრეთვე ავტოგიგანტები Ford, Audi დაVolvo.