x
image
ირინა ნადაშვილი
ბრიტანეთს ტახტის მემკვიდრე ჰყავს!
დღეს გამთენიისას დიდი ბრიტანეთი, დიდი ინტერესით, შეხვდა, ტახტის მემკვიდრის დაბადებას.


როგორც იქნა, ბუკინგემის სასახლის კარიბჭეზე, გაჩნდა სასიხარულო ინფორმაცია...


წმინდა მარიას საავადმყოფოში ქეით მიდლტონს და უილიამს ვაჟიშვილი შეეძინათ...


image



პატარა 3800 გრამს იწონის და თავს კარგად გრძნობს. დედა და ახლშობილი მალე დატოვებს სამშობიარო სახლს. ისინი საცხოვრებლად ქეითის მშობლებთან გადავლენ, 6 თვით...


როგორც ვრცელდება ინფორმაცია მალე, სამეფო წყვილი და პატარა, ტურნეში გაემგზავრებიან, რათა მემკვიდრე, მსოფლიოს გააცნონ!


image


რაც შეეხება ახალშობილის სახელს, რომლის შესახებ ასევე უამრავი ინფორმაცია თუ ჭორი ვრცელდებოდა და ახლაც ვრცელდება – ჯერჯერობით უცნობია.


ბრიტანელები უფრო პრინცესას ელოდნენ და ქეითის სამშობიაროში გადაყვანის მომენტიდან ფსონებსაც კი სდებდნენ ახალშობილის სავარაუდო სახელზე.


ამ დროისთვის მონაცემთა შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა ერგო; გოგონას სახელს - ფრენსისი და ბიჭის სახელს - ჯონსი ...


შემდეგ მოსდევს: ჩარლზი, ვიქტორია, ჯორჯი, ანა, დიანა, ფილიპი, რიჩარდი და ა.შ.


image


მემკვიდრის სახელის შერჩევა, ბუკინგემში, ყოველთვის იყო დავის საგანი.


შეგახსენებთ რომ ამ, 31 წლის წინ, სანამ დიანა და ჩარლზიც, მრავალრიცხოვან სამოფო ოჯახში, სახელს ათანხმებდნენ, მსოფლიო ერთი კვირა ელოდა, პრინც უილიამის სახელს ...


image


დღეს სრულიად ბრიტანეთი ზეიმობს და მილოცვებს იღებს მთელი მსოფლიოდან.


ვუერთდებით მილოცვას, ინტერმედიელები და ყველა თქვენგანის სახელით, პატარა პრინცს, მშვიდობიან დედამიწაზე ცხოვრებას ვუსურვებ!


კეთილი იყოს შენი ფეხი პატარავ, მწვანე პლანეტაზე!






0
427
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0