x
მეტი
  • 29.12.2024
  • სტატია:139100
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512623
მიამოტო მუსასი ფილოსოფია -ცეცხლის წიგნი
imageიაპონელი სამურაი მიამოტო მუსასი, რომელიც ბრძოლაში საშუალოდ 70 ადამიანს კლავდა წერს: “ამ წიგნში მე ვადარებ ბრძოლას ცეცხლს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ადამიანები მებრძოლის გზასთან მიმართებაში ძალიან ვიწროდ აზროვნებენ. იყენებენ რა მხოლოდ თითების წვერებს, წარმოდგენა მხოლოდ მტევნის მოძრაობის შესაძლებლობებზე აქვთ.ისინი ორთაბრძოლის შედეგს თავიანთი მხრების მოძრაობას მიაწერენ, თითქოს მარაოს კეცავენ. ისინი ეუფლებიან უბრალო სიმარჯვეს, და შეისწავლიან ისეთ უმნიშვნელო რამეებს, როგორიც ხელების და ფეხების მოძრაობებია, ხის ხმლის მეშვეობით.

ჩვენს სკოლაში მებრძოლად ჩამოყალიბება ხდება შეტაკებებში, საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლაში, ცხოვრებისა და სიკვდილის აზრის ძიებაში, ხმლის გზის შემდგომ შესწავლაში, თავდსხმის ძალაზე სწორ მსჯელობაში და ხმლის ბასრი და ბლაგვი მხარეების გზის გაგებაში.

მცირე ტექნიკები არაეფექტური არიან, განსაკუთრებით როდესაც ბრძოლა სრული აღჭურვილობით მიმდინარეობს. ჩემეული მებრძოლის გზა სანდო საშუალებაა ხუთი ან ათი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჭეშმარიტია პრინციპი “ ერთს შეუძლია ათის დამარცხება, ისევე როგორც ათასს შეუძლია ათიათასის დამარცხება”. დაუფიქრდი ამას. რათქმაუნდა ყოველდღიური ვრჯიშებისათვის ათასობით და ათიათასობით კაცს ვერ დაიხმარ, მაგრამ მარტოობაში ხმალთან ვარჯიშით შეძლებ, რომ ბრძოლის ოსტატი გახდე. შენ შეძლებ მოწინააღმდეგის ჩანაფიქრთა გაგებას, მისი ძალების და რესურსების სწორედ შეფსებას და მიხვალ იმის შეგნებამდე, თუ როგორ გამოიყენო მებრძოლის გზა ათიათას მტერზე გამარჯვების მოსაპოვებლად.

ყველა ვისაც ჩემი ხელოვნების არსის დაუფლება სურს, დღედაღამ უნდა ვარჯიშობდეს. ასე ის შეძლებს თავისი ცოდნის დახვეწას, საკუთარი ეგოსგან განთავისუფლებას და არაჩვეულებრივი უნარების გამოყენებას. იგი არაჩვეულებრივი ძალის პატრონი გახდება. ეს თვისებები მეომრის გზის შედეგს წარმოადგენს.


ბრძოლის ადგილის არჩევა:

შეისწავლე გარემო. ყოველთვის მზეში იდექი, ანუ მიიღე ისეთი მდგომარეობა, რომელშიც მზე შენს ზურგს უკან იქნება. თუკი გარემოება ამის საშვალებას არ იძლევა, მაშინ მზე შენგან მარჯვნივ გქონდეს. შენობაში გასასვლელი შენს უკან ან მარჯვნივ უნდა იყოს. დარწმუნდი იმაში, რომ შენი ზურგი დაცულია და მარცხენა მხარე თავისუფალია, მარჯვენა მხარეს კი ხმალი დაიცავს. ღამით, თუკი ხედავ მოწინააღმდეგეს, სინათლის წყარო შენს ზურგს უკან უნდა იყოს მოქცეული ხოლო გასასვლელი მარჯვნივ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოაღწერილი მდგომარეობა მიიღე. მოწინააღმდეგეს ზემოდან ქვემოთ უყურე და მომგებიანი პოზიცია დაიჭირე.

როდესაც ბრძოლა დაიწყება, ეცადე მოწინააღმდეგე მარცხნივ შეავიწროვო, მოუხერხებელი ადგილებისკენ მოძრაობა აიძულე ისე რომ მათკენ ზურგით იდგეს. როდესაც მოწინააღმდეგე ცუდ პოზიციაშია, არ აცალო გონზე მოსვლა, შეუტიე და გაუყარე. როდესაც შენობაში ხარ, მიაწექი მეტოქეს კარებებისკენ, ბოძებს და კიბეებსკენ და ნუ მისცემ მდგომარეობის შეფასების საშუალებას. მოწინააღმდეგე მუდამ ისეთ ადგილებისკენ შეავიწროვე, სადაც ფეხის მოკიდება ძნელია, კუთხეში მოიმწყვდიე და საერთოდ გამოიყენე გარემოს თავისებურებები რათა უკეთესი პოზიცია მოიპოვო. დაუფიქრდი თქმულს და სწორედ გამოიყენე პრაქტიკაში.

სამი გზა დაასწრო მოწინააღმდეგეს:პირველი გზა – დაასწრო მოწინააღმდეგეს შეტევით.მას ეწოდება “ კენ ნო სენ “ – თავს დასხი

მეორე გზა – დაასწრო მოწინააღმდეგეს მისი შეტევის მომენტში.მას ეწოდება “ ტაი ნო სენ “ - დაელოდე

მესამე გზა – კარგია ერთობლივი შეტევისას. მას ეწოდება “ ტაი ტაი ნო სენ “ – შეუერთდი და დაასწარი.

ამ სამის გარდა არ არსებობს მოწინააღმდეგის დასწრების სხვა გზა. დაეუფლე ინიციატივას. ეს ბრძოლის ერთრთი უმნიშვნელოვანესი წესია. მაქსიმალურად გამოიყენე მდგომარეობა შენს სასარგებლოდ, იგრძენი მეტოქის განწყობა რათა ჩაწვდე მისი ტაქტიკას და განგმირო იგი. ამ პრინციპების დეტალურად აღწერა შეუძლებელია.

პირველი გზა კენ ნო სენ:

შეტევისას შეინარჩუნე სიმშვიდე და გაექანე წინ. ან პირიქით, მიუახლოვდი უფრო მძლავრი სულით და როდესაც ახლოს მიხვალ, ფეხები ჩვეულებრივზე სწრაფად გადააადგილე, დააბნიე და დაამარცხე მოწინააღმდეგე. ან კიდევ მშვიდი სულით შეუტიე იმ შეგრძნებით რომ ანადგურებ მოწინააღმდეგეს მთელი შეტევის მანძილზე. დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ მოწინააღმდეგის დაცვის სიღრმეში შეაღწიო. ეს ყველაფერი არის “ კენ ნო სენ “.

მეორე გზა ტაი ნო სენ:

როდესაც მოწინააღმდეგე შეგიტევს, დარჩი აუღელვებელი, მაგრამ თავი სუსტად მოაჩვენე. როდესაც იგი მოგიახლოვდება, მოულოდნელად გაიწიე, აჩვენე რომ უკან გახტომას აპირებ, მაგრამ როგორც კი მეტოქე სატყუარას გადაყლაპავს, მაშინვე წინ წადი და შეუტიე. ეს ერთი ილეთია.ან კიდევ, როცა გიტევენ, უფრო მძლავრად შეუტიე და მოულოდნელობის უპირატესობა გამოიყენე. დაანგრიე მოწინაღმდეგის განზრახვები. ესაა “ტაი ნო სენ “ ის პრინციპი.

მესამე გზა ტაი ტაი ნო სენ:

როდესაც მოწინააღმდეგე სწრაფად გიტევს, შენ მძლავრად და წყნარად უნდა შეუტიო, დაუმიზნო მის სუსტ წერტილში და როცა მოგიახლოვდება, მძლავრად განგმირო იგი. თუკი მოწინააღმდეგე დამშვიდებული გიტევს, თვალყური ადევნე, სხეული ოდნავ მოადუნე და მის მოძრაობას შეუერთდი. როდესაც მიუახლოვდები სწრაფად იმოძრავე და გაჩეხე იგი. ეს არის “ ტაი ტაი ნო სენ “.

ბევრ რამეს სიტყვებით ვერ გადმოსცემ. შეისწავლე აქ აღწერილი. დასწრების მეთოდების გამოყენებით მოაგვარე მდგომარეობა. არ არის აუცილებელი პირველმა დაიწყო, მაგრამ როდესაც მეტოქე თავს გესხმის, დაასწარი მას. მებრძოლის გზაში მაშინ იმარჯვებ, როდესაც მოწინააღმდეგეს დაასწრებ. ივარჯიშე.

დაუჭირო ბალიში: “დაუჭირო ბალიში” ნიშნავს, არ მისცე მოწინააღმდეგეს თავის წამოწევის საშუალება.

ორთაბრძოლისას არ მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მართოს თავისი მოქმედება. შენთვითონ მართე იგი. რათქმაუნდა ეცდება რომ თავს მოგახვიოს თავისი ტაქტიკა, მაგრამ ვერ დაგასწრებს თუკი ამის საშუალებას არ მისცემ. შეაჩერე მეტოქე მაშინ როდესაც იგი თავდასხმას დააპირებს. ჩააქრე მისი წნეხი, მოიცილე მისი ჩავლება. ამაშია “ბალიშის დაჭერის აზრი “.ამ პრინციპის გაგებით, შენ მტრის ჩანაფიქრის წინასწარ განჭვრეტას და მის ჩახშობას შეძლებ. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მისი თავდასხმა მარცვალ “თავ...”ზევე გატეხო, ჩაახშო მისი ნახტომი “ნა...”ზე და დაიჭირო მისი დარტყმა “და...”ზე.

ჩემი სკოლის ხელოვნებაში მნიშვნელოვანია ჩაახშო მოწინააღმდეგის სასარგებლო მოქმედება და წაახალისო უსარგებლო. მაგრამ ეს მხოლოდ თავდაცვითი პოზიციაა. უპირველესყოვლისა გზის შესაბამისად უნდა იმოქმედო, ჩაახშო მოწინააღმდეგის ილეთები, ჩაშალო მისი გეგმები, და ამით პირდაპირ აკონტროლო იგი. ამ პრინციპის დაუფლება შენ ბრძოლის ოსტატად გაქცევს. საფუძვლიანად ივარჯიშე “ბალიშის დაჭერაში”.

ფონს გასვლა:

“ფონს გასვლა” ნიშნავს მაგალითად გადასერო ზღვა სრუტის გავლით ან ოკეანე უმოკლესი მარშრუტით. ვფიქრობ ასეთი სიტუაციები ცხოვრებაში მრავლად გვხვდება. ხდება ისე, რომ შენ ზღვაში გადიხარ მაშინ როდესაც შენი მეგობრები ნაპირზე რჩებიან. შენ იცი გზა, იცი შენი ნავი რამდენად საიმედოა და რატომაა მომგებიანი სწორედ ამ დღეს ცურვა. როდესაც ყველა ხელისშემწყობი გარემოება სახეზეა და ზურგის ქარი უბერავს, გაცურე. თუკი ქარმა მიმართულება იცვალა, ხოლო შენ დანიშნულების ადგილთან ახლოს ხარ, გაბედულად მოუსვი ნიჩბები და აფრების გარეშე გაცურე. თუკი ამ პრინციპს ჩაწვდები, იცოდე რომ ყოველდღიურ ცხოვრებასაც მიესადაგება. ყოველთვის იფიქრე იმაზე, რომ შესაფერის მომეტში გახვიდე ფონს. “ფონს გასვლა” მებრძოლის გზაშიც მნიშვნელოვანია. მოწინააღმდეგის ძალების შეფასებით და საკუთარი ძლიერი მხარეების ცოდნით შესაფერის ადგილას გახვალ ფონს, ისევე როგორც გამოცდილი კაპიტანი მიჰყვება საზღვო გზებს. თუკი მეორე ნაპირს წარმატებით მიაღწევ შეგიძლია მოეშვა.

ფონს გასვლა იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგის სუსტ წერტილს შეუტიო და იცოდე თუ რომელი პოზიციაა მომგებიანი. როგორც ორთაბრძოლაში ისე მაშტაბურ შეტაკებაში ამპრინციპის სული გამარჯვებისთვის აუცილებელია. კარგად შეისწავლე ეს.
იცოდე დრო

იცოდე დრო, ნიშნავს შეაფასო ბრძოლაში მოწინააღმდეგის დისპოზიცია. იცოდე სასიკეთოა იგი შენთვის, თუ საზიანო. მოწინააღმდეგის მებრძოლებზე დაკვირვებით და საუკეთესო პოზიციის შერჩევით, შენ შეძლებ მოწინააღმდეგის ჩანაფიქრთა ამოცნობას და საკუთარი ძალების შესაბამის გადაადგილებას. ამ პრინციპით ხელმძღვანელობისას, უფრო მომგებიანი პოზიციიდან შეუტევ და გაიმარჯვებ.
ორთაბრძოლისას, შეუტიე და დაასწარი მოწინააღმდეგეს მაშინვე, როგორც კი განსაზღვრავ მის სკოლას, ოსტატობის დონეს, სუსტ და ძლიერ მხარეებს. შეუტიე უცაბედად და გაითვალისწინე მისი რიტმი, ტონი და ტემპი.

იცოდე დრო ნიშნავს, რომ თუკი დიდი შესაძლებლობები გაქვს, მაშინ საგანთა არსში ჩაწვდომა შეგიძლია. თუკი კარგად იცნობ მებრძოლის გზას, შეძლებ მოწინააღმდეგის განზრახვათა წინასწარ გამოცნობას და ამიტომ გამარჯვების მრავალი შესაძლებლობა გექნება. ღრმად შეისწავლე ეს.

დააჭირო ხმალს:

“დააჭირო ხმალს”, ეს პრინციპი ხშირად გამოიყენება საბრძოლო ხელოვნებაში, უპირველეს ყოვლისა დიდ შეტაკებებში. როდესაც მოწინააღმდეგემ უკვე გესროლა მშვილდები და თოფები, ძნელია შეუტიო, თუკი შენც იარაღის დატენვით ხარ დაკავებული. არსი იმაშია, რომ შეუტიო მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ გესვრის. არსი იმაშია რომ შეხვდე და ჩაახშო შეტევა და ამით მოიპოვო გამარჯვება.

ორთაბრძოლისას შეუძლებელია საფუძვლიანი გამარჯვების მოპოვება, მაშინ როდესაც შემტევ ხმალს მიყვები. ასე ვერ შეუტევ. ჩვენ მოწინააღმდეგე მისი ნახტომის დასაწყისში უნდა დავამარცხოთ იმ შეგრძნებით, რომ მას მიწასთან ვასწორებთ და მან ადგომა ვეღარ უნდა შეძლოს. “დააჭირო” არ ნიშნავს უბრალოდ ჩაწიხვლას. მიაწექი მთელი ტანით, დათრგუნე სულიერი ძალით და რათქმაუნდა ჩეხე და გაუყარე ხმალი. დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოწინააღმდეგე მეორე დარტყმას ვეღარ მოგაყენებს. ეს არის უპირატესობის სული, მისი ყველა აზრით. ერთხელ მიაღწევ რა მოწინააღმდეგემდე, შენ არამარტო უნდა აენთო იმ სურვილით, რომ მას დარტყმა მიაყენო, არამედ შეავიწროვო სრულ გამარჯვებამდე. ღრმად შეისწავლე ეს.

იცოდე ზღვარი:

ყველაფერი შეიძლება დაეცეს. სახლები, სხეულები და მტრები ტყდებიან, როდესაც მათი რიტმი ქაოსად იქცევა. დიდ შეტაკებებში, როდესაც მოწინააღმდეგე გატყდება, შენ უნდა მისდიო მას და არ მისცე გაქცევის საშუალება. თუკი ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებ, მოწინააღმდეგე კვლავ მოიღებს ძალებს. ორთაბრძოლაში მეტოქე ხანდახან ასევე კარგავს რიტმს და ტყდება. არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, თორემ იგი გონს მოვა და მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. დაიჭირე მოწინააღმდეგის გატეხვის მომენტი და შეავიწროვე იგი მძლავრი დარტყმებით რათა გონს ვეღარ მოვიდეს. მოიქეცი მხოლოდ ასე. როდესაც მეტოქეს დევნი, შეტევები ხისტი სულის მდგომარეობით უნდა მიაყენო. შემუსრე მტერი რათა წამოდგომა ვერ შეძლოს. შენ უნდა გაიგო მტრის საბოლოო განადგურების პრინციპი.

გახდი მოწინააღმდეგე:

გახდე მოწინააღმდეგე, ნიშნავს საკუთარი თავი მოწინააღმდეგის ადგილზე წარმოიდგინო. ჩვეულებრივ, ადამიანები, ქურდზე რომელიც აღმოაჩინეს და სახლში დაიმალა, ისე ფიქრობენ როგორც გამაგრებულ მტერზე. მაგრამ თუკი თავს მის ადგილას წარმოვიდგენთ, ვიგრძნობთ რომ მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ არის ამხედრებული და გამოსავალი არ ჩანს. იგი მომწყვდეული ხოხობია, ხოლო ვინც მის დასაჭერად შიგნით შედის ქორი. გააცნობიერე ეს. დიდ შეტაკებაში ადამიანები ყოველთვის იმ აზრის ზეგავლენის ქვეშ არიან, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია და ამიტომ ფრთხილობენ. მაგრამ თუკი კარგი მებრძოლები გყავს, იცნობ საბრძოლო ხელოვნების საფუძვლებს და იცი როგორ დაარტყა მტერს, მაშინ სადარდებელი არაფერი გვაქვს. ორთაბრძოლაში ასევე დააყენე თავი მოწინააღმდეგის ადგილას. თუკი ფიქრობ : აი ბრძოლის ნამდვილი ოსტატი, რომელმაც გზის პრინციპები იცის. მაშინ უცილობლად წააგებ. ღრმად გაათვიცნობიერე ეს.

ოთხი ხელის განთავისუფლება:

ეს პრინციპი მაშინ გამოიყენება, როდესაც მოწინააღმდეგე სტაბულური სულიერი მდგომარეობით იბრძვის, და ბრძოლის დასასრული გაურკვეველია. მაშინ უარი თქვი შენს სტილზე და სხვა რესურსის ხარჯზე გაიმარჯვე. დიდი შეტაკებისას, ნუ დანებდები, მოიქეცი ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. დაუყოვნებლივ მიატოვე ძველი ჩვევები და გაიმარჯვე სხვა ტაქტიკით რომელსაც მოწინააღმდეგე არ ელის. ასევეა ორთაბრძოლაშიც. როდესაც ოთხი ხელის სიტუაციაში მოვხვდებით, გამარჯვებას საკუთარი ტაქტიკის ცვლილებით და მოწინააღმდეგის მდგომარეობის შესაფერისი ტექნიკის გამოყენებით ვაღწევთ. შენ ბრძოლის პროცესში საკუთარი თავის ცვლილება უნდა შეძლო.

ჩრდილის მოძრაობა:

“ ჩრდილის მოძრაობა “ მაშინ გამოიყენება, როდესაც მოწინააღმდეგის სულიერი მდგომარეობას ვერ საზღვრავ. დიდ შეტაკებაში, როდესაც მოწინააღმდეგის პოზიციას ვერ ხედავ, აჩვენე მას თითქოს მძლავრ შეტევას აპირებ, და ამით მოწინააღმდეგის რესურსები გამოაშკარავე. შემდეგ კი სხვა მეთოდით გიმარჯვე. ორთაბრძოლაში, როდესაც მოწინააღმდეგეს ხმალი ზურგს უკან ან გვერძე უჭირავს ისე რომ მის განზრახვას ვერ ხვდები, მოახდინე ცრუ შეტევა და იგი იფიქრებს რომ მიგიხვდა ჩანაფიქრს და ხმალს გამოაჩენს. ამ მოცემული შესაძლებლობის გამოყენებით აუცილებლად გაიმარჯვებ. უყურადღებობის შემთხვევაში რიტმს დაკარგავ. კარგად შეისწავლე ეს მდგომარეობა.

ჩრდილის შეჩერება: “ჩრდილის შეჩერება” მაშინ გამოიყენება, როდესაც გაურკვეველია მოწინააღმდეგის თავდასხმის სული. დიდ შეტაკებაში ხდება შემდეგი: თუკი მოწინააღმდეგის შეტევისას შენ უჩვენებ რომ შეგიძლია მისი მძლავრად ჩახშობა, იგი გადაიფიქრებს, შენ კი შეცვლი რა სტილს, სიცარიელის სულის შესაბამისად დაამარცხებ მას. ორთაბრძოლის შემთხვევაში, მოწინააღმდეგის მძლავრი დაწოლა შესაბამისი რიტმის საშუალებით შეაჩერე და ამ რიტმით დაამარცხე იგი. კარგად შეისწავლე ეს.

ხასიათის გადაცემა:

ბევრ რამეზე იძახიან, რომ იგი შეიძლება სხვას გადაეცეს. ძილიანობა ან მთქნარება შეიძლება სხვას გადაედოს. ასევე შეიძლება ხასიათის გადაცემაც. დიდ შეტაკებაში, როდესაც მოწინააღმდეგე აღგზნებულია და ნაჩქარევი მოქმედებისკენ მიდრეკილებას ავლენს, ამას ყურადღება არ მიაქციო. აბსოლიტური სიმშვიდე უჩვენე და იგიც მოდუნდება. როდესაც დაინახავ, რომ მოწინააღმდეგეს გადაედო შენი განწყობა, შეუტიე და სიცარიელის სულზე დაყრდნობით დაარტყი. ორთაბრძოლისას სულის და სხეულის მოდუნების გზით გაიმარჯვებ. როდესაც იმ მომენტს დაიჭერ როდესაც მეტოქეც ასევე მოდუნდება, შეუტიე სწრაფად და მძლავრად და დაასწარი მას. ის რასაც “
სხვის დათრობას” ეძახიან, ხასიათის გადაცემის მეთოდს გავს. შენ ასევე შეგიძლია გადასცე მოწინააღმდეგეს გაღიზიანების, უდარდელობის, და სისუსტის სული. კარგად შეისწავლე ეს.

აიძულე დაკარგოს წონასწორობა:

წონასწორობის დაკარგვა ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. ერთერთი ამ მიზეზთაგანი არის საშიშროება, ასევე დაძაბულობა და მოულოდნელობა. გამოიკვლიე ეს. დიდ შეტაკებაში მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანა. გაუფრთხილებლად შეუტიე იმ ადგილას სადაც მოწინააღმდეგე არ ელოდება. სანამ იგი გადაწყვეტს თუ რა ქნას, გამოიყენე უპირატესობა და მოპოვებული ინიციატივის ხარჯზე დაამარცხე მოწინააღმდეგე. ორთაბრძოლისას, დასაწყისში მეტოქეს შენი სიზანტე უჩვენე ხოლო შემდეგ უცაბედად და სწრაფად შეუტიე. არ მისცე ამოსუნთქვისა და აზრზე მოსვლის საშუალება. გამოიყენე ხელსაყრელი მომენტი გამარჯვებისთვის. იგრძენი ეს.

შეაშინე:

შეშინება ხშირად მოულოდნელობითაა გამოწვეული. დიდი შეტაკებისას მოწინააღმდეგის შეშინება შეგიძლია არა მარტო იმით რასაც იგი ხედავს არამედ ყვირილითაც, მცირე ძალების დიდად წარმოჩენით და ფლანგებიდან საფრთხის შექმნით. ეს ყველაფერი გამოსადეგია შეშინებისთვის. შენ შეგიძლია მოწინააღმდეგის შეშინებული რიტმით მიღებული უპირატესობის გამოყენებით გაიმარჯვო. ორთაბრძოლაში გამარჯვებისთვის შენ ასევე უნდა შეაშინო მეტოქე სხეულით, ხმლით ან ყვირილით. კარგად შეისწავლე ეს პრინციპი.

შეძრომა:

როდესაც შენ და შენი მოწინააღმდეგე შებოჭვაზე გადახვედით, იბრძვით და ხვდები რომ წინ ვერ მიიწევ,
“შეძვერი” და მეტოქესთან ერთი მთლიანი გახდი. სანამ ერთმანერთთან გადაჯაჭვული ხარ, შესაფერისი ილეთის გამოყენებას შეძლებ და გაიმარჯვებ. დიდ შეტაკებებში, ისევე როგორც მცირე ბრძოლებში, მოწინააღმდეგის რიგებში შერევით შენ საქმეს შენს სასიკეთოდ შემოაბრუნებ, მაშინ როდესაც დაშორიშორებისას გამარჯვების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებ. გამოიკვლიე ეს.

კუთხეების ჯანჯღარი:

მძიმე საგნის გაწევა ძნელია როდესაც პირდაპირ აწვები, ამიტომ იგი “კუთხეების ჯანჯღარით” უნდა გაწიო. დიდ შეტაკებაში მოწინააღმდეგის ფლანგებზე შეტევაა სასარგებლო. ფლანგების დაზიანებით მთელი ჯარის სული ზიანდება. როდესაც ფლანგები დაეცემა, შეუტიე და დაამარცხე მტერი. ორთაბრძოლისას გამარჯვება ადვილია როდესაც მეტოქე კარგავს ყურადღებას. სხეულის კუთხეებში ურტყი და დაასუსტე იგი. მნიშვნელოვანია იცოდე თუ როგორ მაღწიო ამას. კარგად შეისწავლე ეს.

გააოგნე:

ეს ნიშნავს, აიძულო მოწინააღმდეგე საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს. დიდ შეტაკებაში შეგვიძლია ჩვენი ნაწილები იმისთვის გამოვიყენოთ რომ მოწინააღმდეგე დაიბნეს. მის სულზე დაკვირვებით ჩვენ შეგვიძლია ვაიძულოთ იგი იფიქროს:“აქ? თუ იქ?,
ასე? თუ ისე?,
ნელა? თუ სწრაფად?”.
როდესაც მოწინააღმდეგე იმ რიტმშია გამოჭერილი, რომელიც მას საგონებელში აგდებს, გამარჯვება გარანტირებულია. ორთაბრძოლისას ჩვენ შეგვიძლია დავაბნიოთ მოწინააღმდეგე იმით, რომ შესაფერის დროს

მრავალფეროვანი ილეთებით შეუტიოთ. მოახდინე სრული გაყრა ან შეუტიე ისე თითქოს ახლოს მისვლა გინდა, და როდესაც იგი საგონებელში ჩავარდება, განგმირე. ეს არის შეტაკების არსი. კარგად გაიაზრე ეს.

სამი ყვირილი: ყვირილს განასხვავებენ, დარტყმამდე, დარტყმის დროს და შემდეგ. დაიყვირე გარემოებიდან გამომდინარე. ხმა ცოცხალი არსებაა. იგი ენერგიას წარმოაჩენს. ჩვენ ვყვირივართ ხანძრისას, ქარისა და ტალღების საპირისპიროდ და ასე შემდეგ. დიდი შეტაკებისას, ბრძოლის დასაწყისში ჩვენ რაც შეგვიძლია ხმამაღლა ვყვირით. უშუალოდ ბრძოლისას ხმა დაბალია და შეტევისას ვყვირით. ბრძოლის შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად ვყვირით. ესაა სამი ყვირილი. ორთაბრძოლისას, ჩვენ ვყვირით “ჰა” რითაც მოწინააღმდეგეს ვაჩვენებთ თითქოს დარტყმას ვაპირებთ და ამით წონასწორობიდან გამოგვყავს, შემდეგ კი ყვირილის მომენტში განვგმირავთ მას. მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე ავჩეხეთ, ჩვენ ვყვირით რათა ჩვენი გამარჯვების შესახებ ვამცნოთ სხვებს. ჩვენ შეუწყვეტლივ, ხმლის ქნევით, არ ვყვირით. ჩვენ შეტაკებისას რიტმში შესასვლელად ვყვირით. ღრმად შეისწავლე ეს.

მოქნილობა:

როდესაც არმიები ბრძოლაში ხვდებიან, მოწინააღმდეგის ძლიერ ადგილს დაარტყი. როცა დაინახავ რომ იგი უკუიქცა, უკან დაიხიე და სხვა ძლიერ ადგილს დაარტყი მისი რიგების პერიფერიებზე. ამ პრინციპის სული მთის დაკლაკნილ ბილიკს გავს. ეს არის ერთის მიერ რამდენიმეს წინაღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდი. აჩეხე მოწინააღმდეგეები ერთ სექტორში, აიძულე უკან დაიხიონ, შემდეგ იპოვე რიტმი და შეუტიე სხვა ძლიერ წერტილებს მარჯვნივ და მარცხნივ . მოწინააღმდეგის გადაადგილებას თვალყური ადევნე და ისე იმოძრავე თითქოს დაკლაკნილ მთის ბილიკზე მიდიხარ. როდესაც მოწინააღმდეგის ძალებს შეაფასებ, მძლავრად შეუტიე, ისე რომ უკან დახევის არანაირი სურვილი არ გეტყობოდეს. ეს სული ორთაბრძოლაშიც გამოიყენე რათა მოწინააღმდეგის ძლიერი ადგილები
დააზიანო. ის რაც მოქნილობაში იგულისხმება, რთულ მოძრაობათა კომპლექსის არს წარმოადგენს. მიუახლოვდი, განგმირე, უკან არ დაიხიო. შენ უნდა გაიგო ეს მეთოდი.

მოწინააღმდეგის განადგურება:

თუკი ჩათვლი რომ მოწინააღმდეგე სუსტია, გაანადგურე იგი. დიდ შეტაკებაში, როდესაც ხედავ, რომ მოწინააღმდეგეს ცოტა ხალხი ყავს, ან ბევრი ხალხი ყავს მაგრამ მათი სული სუსტი და შეწუხებულია, გაანადგურე იგი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. არ მოდუნდე რადგან მოწინააღმდეგე შეიძლება გონს მოეგოს. მთელი ძალა ერთად შეკარი და შეისწავლე განადგურების სული. ორთაბრძოლისას, როდესაც მეტოქე შენზე ნაკლებად მოხერხებულია, თუკი მისი რიტმი არეულია, როდესაც იგი თავს იცავს ან უკან იხევს, გაანადგურე ისე რომ მის მოქმედებას ყურადღება არ მიაქციო და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცე. მთავარია მოწინააღმდეგე თვალის დახამხამებაში გაანადგურო. გახსოვდეს: არ მისცე მას საშუალება რომ პოზიცია აღიდგინოს. ღრმად შეისწავლე ეს.

მთისა და ზღვის ცვალებადობა:

პრინციპი “მთა-ზღვა” იმას ნიშნავს, რომ ბრძოლაში ცუდია ერთი და იმავე ილეთის გამეორება. ხანდახან ძნელია ორჯერ არ გაიმეორო ილეთი, მაგრამ არასდროს გაიმეორო იგი მესამედ. თუკი მოახდინე შეტევა და იგი წარუმატებელი აღმოჩნდა, დიდი იმედი არ უნდა გქონდეს რომ ზუსტად იგივე შეტევა შემდეგში შედეგს მოიტანს. თუკი ილეთი ზედიზედ ორჯერ წარუმატებლად გამოიყენე, მაშინ თავდასხმის მეთოდი შეცვალე. თუკი მეტოქე მთებზე ფიქრობს, შეუტიე როგორც ზღვამ. თუკი ზღვაზე ფიქრობს, შეუტიე როგორც მთამ. ღრმად შეისწავლე ეს.

სიღრმეში შეღწევა:

ხანდახან ბრძოლაში ვხედავთ, რომ მოწინააღმდეგეს ვჯობნით ტექნიკაშიც და ტაქტიკაშიც, და გზის ცოდნაშიც უპირატესობას ვფლობთ, მაგრამ ვგრძნობთ რომ მისი სული ძლიერია. მეტოქე შეიძლება ზედაპირზე განადგურებული იყოს მაგრამ შიგნით საკუთარი თავის სიღრმეში არ დამარცხდეს.
“სიღრმეში შეღწევის” პრინციპის გამოყენებით, ჩვენი სულიერი მდგომარეობის შეცვლით, ჩვენ შეგვიძლია მოწინააღმდეგის სულის დანგრევა და მისი დემორალიზება. ასეთი რამ ხშირად ხდება. “სიღრმეში შეღწევა” ნიშნავს შეღწევას ხმლით, შეღწევას სხეულით და შეღწევას სულით. ზოგადი სახით ამ პრინციპს ვერ გაიგებ. როგორც კი მტერი შიგნიდან გატყდება, ამაღლებულ სულიერ მდგომარეობაში დარჩენა საჭირო აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში სულის ენერგიის დაძაბვა კვლავ მოგვიწევს. თუკი მეტოქე სულიერად ძლიერია, მისი დამარცხება ძნელია. შენ უნდა შეძლო სიღრმეში შეღწევა როგორც შეტაკებაში, ისე ორთაბრძოლაში.

სულის განახლება:

“სულის განახლება” მაშინ გამოიყენება, როცა ბრძოლაში შებოჭილობის გრძნობა ჩნდება და როდესაც მდგომარეობიდან ჩვეულებრივი გამოსავალი არ მუშაობს. შენ თავი უნდა დაანებო წინა მცდელობებს და მდგომარეობას ახალი სულით უნდა შეხედო, რათა ახალ რიტმში გაიმარჯვო.
“განახლება” მაშინ როდესაც მოწინააღმდეგესთან მჭიდროდ ხარ გადაჯაჭვული, ნიშნავს რომ გარეგანი ცვლილების გარეშე ცვლი შენს სულს, და სხვა ტექნიკის საშუალებით იმარჯვებ. აუცილებელია იმის განხილვაც თუ როგორ გამოიყენება “განახლება” დიდ ბრძოლაში. ბეჯითად შეისწავლე ეს.

ვირთხის თავი, ხარის კისერი: პრინციპი “ვირთხის თავი, ხარის კისერი” მაშინ გამოიყენება, როდესაც ბრძოლა ასე ვთქვათ შებოჭილი მიდის და წვრილმანები მძლავრობენ შენზე. ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენოთ ბრძოლის მეთოდი რომელიც ხან ვირთხის თავი ხან კი ხარის კისერია. წვრილმანებიდან უცაბედად დიდზე უნდა გადავერთოთ და დიდისა და მცირეს მონაცვლეობა მოვახდინოთ. ეს პრინციპი, მებრძოლის გზაში ერთერთი უმთავრესია. აუცილებელია რომ მებრძოლმა იგი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენოს. არ დაივიწყო მასზე არც დიდ შეტაკებაში და არც ორთაბრძოლაში

იცნობდე საკუთარ მებრძოლებს:

პრინციპი “ იცნობდე შენს მებრძოლებს” ყველ სახის ბრძოლაში გამოიყენება.გამოიყენე მებრძოლის გზის სიბრძნე და მოწინააღმდეგის მებრძოლებზე ისე იფიქრე როგორც შენს საკუთარზე. როდესაც მოწინააღმდეგეს ამგვარად უყურებ, მისი შენი სურვილისამებრ გადაადგილება და მართვა შეგიძლია. შენ მხედართმთავარი ხარ ხოლო შენი მტერი შენი ჯარი. დაეუფლე ამას.

ხელი გაუშვა ხმალს:

არსებობს ხმლისთვის ხელის გაშვების მრავალი ხერხი. არსებობს ხმლის გარეშე გამარჯვება. შესაძლებელია ასევე, რომ ხმალი გეჭიროს და არ გაიმარჯვო. მრავალფეროვანი მეთოდების ქაღალდზე გადმოცემა შეუძლებელია. შენ საფუძვლინად უნდა შეისწავლო ეს.

გახდი ქვასავით: როდესაც მებრძოლის გზას დაეუფლები, მოულოდნელად შენი სხეული ქვასავით გახდება და ათიათასობით საგანიც ვერ შეგეხება. ეს არის ქვის სხეული. იყავი უძრავი. რაც ზემოთაა დაწერილი, იტი-რიუ-ს სკოლის შესახებ, მუდამ გონებაში მიტრიალებდა და ისეა ჩაწერილი როგორც ჩემამდე მოვიდა. მე პირველად ვწერ ჩემი ილეთების შესახებ. თანმიმდევრობა გარკვეულწილად დარღვეულია. ძნელია ამ ყველაფრის ნათლად გადმოცემა.

ეს წიგნი სულიერი მეგზურია იმათთვის ვისაც სურს გზის შესწავლა. ჩემი გული ახალგაზრდობიდანვე მებრძოლის გზას დაუკავშირდა. საკუთარი თავი ხელების ვარჯიშს, სხეულის გამოწრთობასა და ფარიკაობის სულიერი მდგომარეობების წვდომას მივუძღვენი. დავაკვირდეთ სხვა სკოლის წარმომადგენლებს რომლებიც ხელების ტექნიკაზე გამახვილებული ყურადღებიდან გამომდინარე მსჯელობენ თეორიაზე. შესახედავად ისინი მცოდნეებს გვანან მაგრამ ოდნავადაც კი არ ფლობენ ჭეშმარიტ სულს. რათქმაუნდა მათ, ვინც ასე ვარჯიშობს, გონია რომ თავიანთ სულს და სხეულს ავარჯიშებენ, მაგრამ ეს სკოლები ჭეშმარიტი გზის წვდომას ხელს უშლიან და მათი მავნე გავლენა ადამიანში სამუდამოდ რჩება. მებრძოლის ჭეშმარიტი გზა მატარებლის გარეშე რჩება და კვდება. ხმლით ბრძოლის ჭეშმარიტი გზა, მოწინააღმდეგის დამარცხების ხელოვნებაა და არაფერი მის გარდა. თუკი შენ ამას ჩაწვდები და ჩემი ხელოვნების სიბრძნეს მიყვები, საკუთარ გამარჯვებაში არასდროს დაეჭვდები.''

1
933
7-ს მოსწონს
ავტორი:Otato
Otato
933
  
2015, 11 სექტემბერი, 19:42
მაგარია
0 1 1