x
image
ტორნადო07
როგორი ქალები უმწარებენ ცხოვრებას მამაკაცებს
imageთუ თქვენ მხოლოდ ეხლა იწყებთ პირადი ცხოვრების მოწყობას და ეძებთ შესაბამის კანდიდატურას, მაშიან გაიგეთ როგორი ტიპის ქალები უფუჭებენ ცხოვრებას მამაკაცებს.

გისურვებთ წარმატებებს!


1)"ტკიპა": თუ გოგონა ზედმეტად გამოხატავს სიყვარულს, ის უკვე მომაბეზრებელი ხდება და თანდათანობით "გახრჩობს", მეტიც ის უკვე აღარ არის ინდივიდა და მხოლოდ შენს გაგრძელებად გადაიქცა. შენ ნერვები გეშლება, ის კი ვერ ხდება თუ რატომ შორდებით ერთმანეთს თანდათანობით.image


2)ზედმეტად მესაკუთრე: თავიდან ეს ფაქტი შენზე კარგად მოქმედებს, მაგრამ თუ გოგონა მეგობრებთან ერთად წასვლას გიკრძალავს და არ გაძლევს საშუალებას მის გარეშე რამე გააკეთი, თანდათან იწყებ მის სიძულვილს და ამას ვერც კი ამჩნევ. მესაკუთრე მუდამ ნერვიულობს, როდესაც მამაკაცი სხვა ქალთან ურთიერთობს, თუნდაც მეგობართან. ამ სიტუაციაში მუდმივი დაპირისპირებები გარდაუვალია.image



3)ქალი, რომელსაც არ შეუძლია პატიების თხოვნა: თუ გოგონას არ შეუძლია თავისი შეცდომების აღიარება და პატიების თხოვნა, მაშინ ურთიერთობა შეიძლება მალევე დაიშალოს. ასეთი ქალი უპირატესობას დუმილს, ან საკუთარი აზრის დაცვას ანიჭებს, იმის მაგივრად, რომ პრობლემებზე ისაუბროს, შედეგი კი გაუგებრობაა. ქალის თავმოყვარეობა თანდათან გაიზრდება შენ კი თავდაჯერებულობას დაკარგავ.image


4)მტირალა: ასეთი გოგონები მუდამ უკმაყოფილონი არიან თქვენით და მუდამ ნეგატივს აფრქვევენ. ასეთი ურთიერთობა მოქი და უხალისო იქნება, მისი განწყობა კი თანდათან შენც გადმოგედება.image


5)თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული: გოგონა, რომელმაც არ იცის რა უნდა შეიძლება შენ როგორც სათადარიგო გეგმას ისე განგიხილავს. თუ მას სხვა ცოტათი მეტად მოეწონა მაშინვე მიგატოვებს და ახალ თავგადასავალში გადაეშვება.image


6)მომთხოვნი და დომინანტი: თუ შენი რჩეული მუდამ რაღაც ითხოვს შენგან – დაფიქრდი. მისთვის ყოველთვის რაღაც არ იქნება საკმარისი. როგორც არ უნდა ზრუნავდე მასზე ის ყოველთვის უკმაყოფილო იქნება.image


7)ძალიან ჯიუტი: მართალია ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ ზოგიერთი ქალი ზედმეტად აგრესიულად ამტკიცებს თავის სიმართლეს. თუნდაც მისი აზრი მცდარი იყოს.image


8)მზვერავი: არსებობს ქალების ტიპები, რომლებიც მუდამ ამოწმებენ მამაკაცებს: ამოწმებენ მის სმს-ებს, მაგიდის უჯრებს, უწყობენ ხშირ დაკითხვებს. თავისუფალი და ღია ურთიერთობებისათვის ეს ნორმა არ არის.image


9)გოგონა, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია: ერთი შეხედვით ასეთი კანდიდატურა იდეალურია, ის ყოველთვის ეთანხმება მამაკაცს. მაგრამ დაფიქრდით, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას რაიმე აწუხებს ის ყოველთვის დუმს და მერე უცებ თითქოს უმიზეზოდ ყვეტს ურტიერთობას.image


10)მებრძოლი-გოგონა: ასეთი ქალები ფიცხები არიან, განსაკუთრებით კამათისას. თუ შენ შეძლებს მის მოთვინიერებას ეს შენი ვარიანტია, მაგრამ თუ მშვიდი ცხოვრება გინდა გვერდი აუარე.image


11)ზედმეტად ხელმისაწვდომი: ასეთი ქალები ყველას ეფლირტავებიან, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ეს ურთიერთობა ქანცს გაგაცლის.image


შენ ვერ შეცვლი ადამიანს, როგორც არ უნდა ეცადო, ამიტომ კარგად დაფიქრდი სანამ ურთიერთობას გააბამ სხვა ტიპის ადამიანთან.

0
283
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0