საზოგადოება ჩამოდის თუ არა ასლან აბაშიძე საქართველოში?! 2013, 22 ივლისი, 16:40 მალე ბათუმობის დღესასწაულს აღნიშნავენ აჭარაში და სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულ სტუმრებს შორის ფიგურირებს ასლან აბაშიძის ვაჟI, გიორგი აბაშიძე. ამან კი უამრავი კითხვა და ჭორი გააჩინა. მთავარი კითხვა კი მეტად აქტუალურია - ბრუნდება თუ არა ასლან აბაშიძე აჭარაში? აგვისტოს ბოლოს ტრადიციულად ბათუმობა აღინიშნება. ამ საზეიმო ღონისძიებაზე მოსაწვევ პერსონათა სია წინასწარ დგება და მას სპეციალური კომისიის სხდომაზე კენჭს უყრიან. გიორგი აბაშიძის მოწვევის ინიციატივა ალეკო ჩხარტიშვილს ეკუთვნის. ჩხარტიშვილმა არც თუ დიდი ხნის წინ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოში, მისი მტკიცებით გიორგი, როგორც ბათუმის ყოფილი მერი ისე შეიყვანეს. გიორგის პოლიტიკაში ძალით ჩართვაზე საუბრობს აჭარელი უფლებადამცველი, არასამთავრებო ორგანიზაცია "ჩვენიუფლებებისათვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურაძე. "მახსოვს, როცა გიორგი ბათუმის მერი იყო (მე მაშინ ასლანის პრესმდივანი და აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ვიყავი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა მეთაურმა მთხოვა გიორგისთან მემეგობრა, მისთვის ყურადღება მიმექცია. მაშინ გიორგის გართობა და წამალი უფრო აინტერესებდა, ვიდრე პოლიტიკა". ბაკურაძეს ეჭვი ეპარება რომ გიორგი აქ იმისთვის ჩამოვიდეს, მართველ პარტიას მოელაპარაკოს და მამამისი ჩამოიყვანოს საქართველოში. თამაზ ბაკურაძე ახლახან დაბარებული იყო პროკურატურაში. ის გირგვლიანის მკვლელების თანამესაკნე იყო და შეკითხვებიც სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვეს. ამასთან ბაკურაძე პროკურატურას უამბო: "გამომძიებელს დავუსახელე იმ პერსონის სახელი და გვარი, ვინც დაადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე პირადად სააკაშვილი იყო. პროკურატურის წარმომადგენლის რეაქციაზე მივხვდი, რომ ეს მათაც იციან, მაგრამ მოწმის სახელი, გვარი და კოორდინატები მაინც ჩაიწერეს". 53 6-ს მოსწონს
|