x
image
nukrichanturia
რეი ჩარლზი ხშირად ტიროდა. სევდიანი გენიოსი ეროტიკული ხმით
image რეი ჩარლზს გენიოსს ბავშვობიდან ეძახდნენ. უსინათლო მუსიკოსი ძლიერსა და უხეშ ჯაზს უკრავდა, ისეთ, როგორსაც ერთ დროს ნიუ ორლეანის იაფასიან ლუდხანებში უკრავდნენ. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ მის ვირტუოზულ დაკვრას ჩრდილავდა - ძლიერი, თბილი და ოდნავ ხრინწიანი ბარიტონი. ემოციებს ზოგჯერ ჩურჩულით, ყვირილით, ტირილით, კვნესით, რაღაც არამიწიერი ბგერებით გამოხატავდა. "ვიცი, რომ მამაკაცს ტირილი არ შეჰფერის, ჩემთვის კი იგი გრძნობების გამოხატვის ჩვეულებრივი, ადამიანური გზაა. დიახ, მე ვტირი!" - ამბობდა იგი.

image რეი მარტოხელა არასოდეს ყოფილა, მაგრამ მუსიკას მარტოხელებისთვის წერდა. როდესაც ჰკითხეს, რატომ იყო მისი სიმღერების უმრავლესობა ნაღვლიანი, უპასუხა: "ვმღერი იმას, რასაც ვგრძნობ".

ვარსკვლავად ერთმა სიმღერამ - "რასაც ვამბობ" - აქცია, თუმცა თავის დროზე ზოგიერთმა რადიოსადგურმა ეს სიმღერა ეთერიდან მოხსნა. რეი ჩარლზის ხმა მეტისმეტად ეროტიკულად მიიჩნიეს.


image რეი ჩარლზი 7 წლის დაბრმავდა. დედამისი ამას სტრესს მიაწერდა. უმცროსი ძმა თვალწინ ტრაგიკულკად დაიღუპა. რეიმ თამაშისას ძმას გაუფრთხილებლად უბიძგა. პატარა ჯორჯი წყლით სავსე ლითონის დიდ კასრში ჩავარდა.


როდესაც რეიმ შემთხვევის ადგილზე დედა მიიყვანა, უკვე გვიანი იყო.. ძმის გარდაცვალების შემდეგ მას გლაუკომა განუვითარდა. დედამ სად არ წაიყვანა, მაგრამ ექიმების პასუხი სასტიკი იყო. მან ორ წელიწადში მხედველობა მთლიანად დაკარგა. დღეს ოფთალმოლოგები ამბობენ, რომ მას მხედველობას შეუნარჩუნდებდნენ.

რეი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ცხოვრებაში გზა დედამ და მუსიკამ გაუკაფეს. დედამ თავიდანვე შეაჩვია ყველანაირ შრომას - შეშას აჩეხინებდა, არეცხვინებდა, ისეთ მძიმე სამუშაოს ასრულებინებდა, რომ მეზობლები საყვედურობდნენ, დედამისი კი პასუხობდა, რომ შვილი უსინათლოა და არა ჭკუასუსტი. მას ყველაფრის გაკეთება უნდა შეეძლოს, იმის, რაასაც სხვა ადამიანები აკეთებენ, ცხოვრებაში გამოადგებაო.

დედის წყალობით, რეიმ იქამდე ისწავლა ყველაფერი, ვიდრე მხედველობას საბოლოოდ დაკარგავდა. ყველაზე უკეთ მუსიკა იცოდა და დედამისმა გადაწყვიტა მისთვის ისეთი საწავლებელი მოეძებნა, რომლის დამთავრების შემდეგ კარგი მუსიკოსი გამოვიდოდა. დიდი ძებნის შემდეგ იპოვეს კიდევაც და რეი წმინდა ავგუსტინეს სახელობის უსინათლოთა და სმენადაკარგულ სასწავლებელში მოხვდა.

იქ ბრაილის სისტემით კარგად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, კომპოზიცია და სხვა საკრავებსაც დაეუფლა. ცხოვრება უხაროდა, რადიოებისა და მანქანების შეკეთებაც ისწავლა. მოულოდნელად დიდი უბედურება შეემთხვა - 15 წლისას უახლოესი ადამიანი, დედა გარდაეცვალა. მისთვის ეს ცხოვრების უდიდესი ტრაგედია იყო.

მას შემდეგ რეიზე, როგორც საკუთარ შვილზე, მერი ჯეინი, მამამისის პირველ ცოლი ზრუნავდა. იგი უკეთილშობილესი ადამიანი იყო, რეი მასაც დედას ეძახდა. რეი ხშირად ამბობდა, რომ მისთვის, როგორც შავკანიანისთვის, ბევრი რამ ძალზე რთული იყო. რასობრივ უთანასწორობას ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა, მაგრამ ამას ირონიით უყურებდა, უსინათლო ბიჭისთვის სულ ერთია, რა ფერის კანი აქვს ადამიანსო - ამბობდა იგი.

image მომღერალი უსინათლობას ტრაგიკულად არასოდეს აღიქვამდა. ბავშვობიდან უშიშარი იყო, ზოგჯერ მანქანასაც ატარებდა, მოტოციკლსაც. ერთხელ თვითმფრინავიც კი დასვა. ამბობდა, რომ ყველაფერს დიდი რწმენით ახერხებდა.

უკრავდა ფორტეპიანოზე, საქსაფონზე, კლარნეტზე, ორღანზე. პირს რატომღაც ყოველთვის სარკის წინ იპარსავდა. ავტოგრაფებს არასოდეს არიგებდა, რადგან ვერ ხედავდა, ხელს რას აწერდა. არც ჟურნალისტებთან უყვარდა საუბარი. მუსიკის შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ქალები იყვნენ. "მუსიკისა და დიდი სიყვარულის გარეშე ერთი დღეც არ მიღირს ცხოვრება". - ამბობდა იგი
რეი ჩარლზი ქალებს თავისი იუმორის გასაოცარი გრძნობით ხიბლავდა. მას ძალზე რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა, ორი ცოლი ჰყავდა და ორივეს გაეყარა. დარჩა 12 შვილი, 20 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი. თავის უბედურ და ბედნიერ რომანებზე იგი სიმღერებს წერდა.

ვერც მან აიცილი მუსიკოსების სენი - ჰეროინით გატაცება. ამისათვის დააპატიმრეს კიდეც და პირობითად 5 წელი მიუსაჯეს. ნარკოტიკს პირველად 16 წლისამ გაუსინჯა გემო და მხოლოდ 17 წლის შემდეგ დაანება თავი. ჰეროინს ლოს ანჯელესის კლინიკაში ერთწლიანი სერიოზული მკურნალობის შემდეგ გადაეჩვია.

როდესაც ჰკითხეს, რა ოცნება გაქვთო, გაიცინა და თქვა: "14 "გრემი" და მუსიკის სფეროში არსებული ყველა პრიზი მოვიპოვე. კარნეგი ჰოლში გამოსვლაზე ვოცნებობდი და იქაც დავუკარი. ჩემი ჯგუფის შექმნა მინდოდა და შევქმენი. მთელი მსოფლიოს შემოვლა მინდოდა და შემოვიარე. საოცნებო აღარაფერი დამრჩა."








3
393
17-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
393
  
2013, 22 ივლისი, 15:36
იგივე უნდა მეთხოვა თქვენთვის, ცოტათი დამასწარით. სამწუხაროდ, უკვე სამი თვეა ამომეწურა ლიმიტი
2013, 22 ივლისი, 15:32
მადლობთ. მეგობრების დამატების ლიმიტი ამოწურული მაქვს და იქნებ თქვენ დამიმატოთ?
2013, 22 ივლისი, 15:30
ბევრი ლაიქი ჩემგან!
0 1 3