x
image
natia.a
რაზე ჩივიან Google-ის თანამშრომლები (ანუ მადა ჭამაში მოდისო!)


imageამ სტატიაში მოვიყვანთ რამდენიმე იმ საჩივარს, რომლებსაც ყოველდღიურად რეალურად იღებს Google-ის კანადური ფილიალის ხელმძღვანელობა თავისი თანამშრომლებისგან. წაიკითხეთ და ნახეთ, როგორ „აუტანელ“ პირობებში უხდებათ საქმიანობა და რამდენად „აუცილებელია“ ამ საჩივრების დაკმაყოფილება.


image1. როცა სახლიდან ვმუშაობ თვითონ მიწევს ჩემთვის საუზმის, სადილის და ვახშმის მომზადება.
2. სავარძელ-მასაჟორის მიერ შემოთავაზებულ მასაჟის ტიპებს შორის განსხვავებას ვერ ვამჩნევ.

3. ჩვენს შენობაში კლასიკური სათამაშო ავტომატების არჩევანი შეზღუდულია და სხვა კორპუსში მიწევს გადასვლა.

4. შეუზღუდავი უფასო საკვების გამო ვსუქდები.

5. როგორც კი შევეჩვევი კომპანიის მიერ მოცემულ მობილურ ტელეფონს, სულ მალე ისევ გვაძლევენ ახალ მოდელს და ისევ ხელახლა მიწევს შეჩვევა.

6. სადილზე მთელი პიცა ჩემს მისვლამდე შეჭამეს და მე სტეიკის ჭამა მომიწია.

8. საყურისები, რომლებიც მომცეს, ვარცხნილობას მიფუჭებს.

9. ჩემი სამუშაო ადგილი მდებარეობს ერთნაირ დაშორებაზე ორი სამზარეულოდან, ამიტომ ყოველ ჯერზე მიწევს ფიქრი იმაზე, რომელში წავიდე.

10. 8-დან 5 მაისური, რომელიც ამ წელს გვაჩუქეს, შავია, ეს ფერი კი ძალიან მაღიზიანებს. ლურჯი მირჩევნია.

11. პარაშუტით ხტომით კორპორატიული გართობის დროს შეგვპირდნენ 50 წამს თავისუფალი ვარდნისთვის. თუმცა როგორც მოგვიანებით, ვიდეოზე აღმოვაჩინე, თავისუფალ ვარდნას მხოლოდ 41 წამი დაეთმო.

12. ზოგჯერ, როდესაც სამზარეულოში რომელიმე სასმელის გამოსატანად შევდივარ, აღმოჩნდება, რომ ბოთლები ახალი შეწყობილია და კარგად არ არის გაციებული.

13. ჩემს კაბინეტში დივანი არ არის საკმარისად გრძელი, რომ წამოწოლისას კარგად გავიშალო.

14. კორპორატიული დასვენების დროს ზღვაზე ყოფნისას მზეზე დავიწვი.

15. სუშის მომზადებისას პოვარმა საკმარისი სოუსი არ დაასხა.

4
286
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
286
  
2013, 4 აგვისტო, 13:10
რამდენმა ინატრა ახლა ამ ადამიანების ადგილას ყოფნა და გულში გაიფიქრა ჩემდავად ვინც ამაზე იწუწუნოს იმისიო :D
2013, 21 ივლისი, 0:20
:)) :D
2013, 20 ივლისი, 18:22
:))
2013, 20 ივლისი, 16:18
საწყლები :D ზოგმა აღარ იცის რაზე იწუწუნოს :D
0 1 4