x
image
natia.a
ქათამი, რომელმაც თავის გარეშე 18 თვე იცოცხლა
imageუთავო მამალმა, რომელსაც მეტსახელად საოცარ მაიკს ეძახდნენ, 18 თვე თავის გარეშე იცოცხლა. ამბავი დაიწყო 1945 წლის 10 სექტემბერს, როდესაც ვინმე კლარა ოლსენმა, სადილის გასაკეთბლად მეუღლეს სთხოვა მამალი დაეკლა.
ლოიდ ოლსენმა თავის ფერმაში აარჩია 5, 5 თვის მამალი, სახელად მაიკი და თავი წააცალა. წარმოიდგინეთ ფერმერის გაოცება, როდესაც ნახა, რომ თავწაცლილი მამალი არა და არ კვდებოდა, აგრძელებდა სიარულს, ცდილობდა ეყივლა და ფრთებიც გაეშალა, თუმცა ეს უკვე აღარ გამოსდიოდა. შემდეგ კი მოკალათდა თავის თაროზე და ჩაიძინა. მეორე დღეს, თითქოს აქაც არაფერიო, გაიღვიძა და ჩვეული რიტმით გააგრძელა სიცოცხლე.
imageimage


ლოიდმა გადაწყვიტა ეზრუნა თავწაცლილ ქათამზე. იგი ყოველდღე
პიპეტით აწვეთებდა საყლაპავში რძეს, „აჭმევდა“ სიმინდის წვრილ მარცვლებს. საინტერესოა, რომ თავის მოკვეთის დროს ქათამი 1 კილომდე იწონიდა, სიკვდილის შემდეგ კი მისი წონა 3, 5 კგ. იყო. ეს ამბავი მალე მტელ აშშ-ში გავრცელდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა, რომ ასეთი რამ სესაძლებელი იყო. ამიტომ ფერმერმა თავისი საოცარი მამალი იუტას შტატის უნივერსიტეტში წაიყვანა, რათა მეცნიერებისთვის ეჩვენებინა.


imageამ საოცარი ამბავის ახსნა ასეთი აღმოჩნდა: ნაჯახმა არ დააზიანა საძილე არტერია, შესაბამისად, სისხლდენა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ თავი აღარ ჰქონდა, გადარჩა ტვინის გარკვეული ნაწილი, რაც არეგულირებს ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა სუნთქვა, პულსი, ვესტუბულარული აპარატი და რეფლექტორული ქმედებები.
ლოიდმა და მაიკმა შტატებში „გასტროლებზე“ სიარული დაიწყეს. მსურველებს უტავო მამლის ნახვა სულ რაღაც 25 ცენტად შეეძლოთ. ერთ თვეში მამალმა პატრონს 4500 დოლარი მოუტანა (რაც დღევანდელი 50 000-ის ტოლფასი იყო). 1947 მარტში მამალს სუნთქვა გაუძნელდა და ოლსენმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.
imageimage











1999 წლიდან ქალაქ ფრუტაში ყოველწლიურად ზეიმობენ „უთავო წიწილა მაიკის დღეს“.



3
231
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
231
  
2019, 20 იანვარი, 11:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 1 აგვისტო, 9:55
როგორ მოახერხა ქატამმა 18 თვე თავის გარეშე ცხოვრება!!! საინტერესოა!!!!
2013, 18 ივლისი, 14:51
მსგავსი ისტორია მეც ვიხილე საკუთარი თვალით ერთ-ერთ ზაფხულს კახეთში, ამიტომ დაუჯერებლად არ მომეჩვენა.:)
0 1 3