x
image
lady.ge
სხეული მშობიარობის შემდეგ-ჰეიდი კლუმი



image„ვიქტორია სექრეტის“ ერთერთი ყველაზე ცნობილ და ულამაზეს
მოდელს ჰეიდი კლუმს თამამად შეიძლება ჰოლივუდის "გმირი დედის" ტიტული მივანიჭოთ, რადგან ოთხი შვილის
გაჩენის პარალელურად, ჰეიდის ფაქტობრივად არ შეუწყვეტია აქტიური სამოდელო კარიერა და ყოველი მორიგი
ორსულობის შემდეგ, რეკორდულ დროში ახერხებდა ფორმაში ჩადგომას.


image


თუმცა როგორც თავად
მოდელი აღიარებს უკანასკნელი, რიგით მეოთხე ორსულობის შემდეგ, შესამჩნევად გაუჭირდა ჩვეულ ფორმებს დაბრუნებოდა. „საქმე იმაშია
რომ როცა უკვე ოცდაათ წელს გადააბიჯებ, სხეული აღარაა ისეთი ელასტიური როგორც ადრე, აღარც კუნთოვანი
სისტემაა ძველებურად მოქნილი, ამიტომ ბოლო მშობიარობის შემდეგ საკმაო ოფლის ღვრა მომიწია
რომ ძველ ფორმებს დავბრუნებოდი“ ამბობს მოდელი. საიმისოდ რომ მალე დაეკლო წონაში, ჰეიდი დაბალკალორიული დიეტის, ვარჯიშის და ბევრი
წყლის სმის სინთეზს მიმართავდა.



image


თუმცა როცა
ჟურნალისტები მას ზედმეტი წონის პრობლემებზე ეკითხებიან მოდელი ხუმრობით პასუხობს: „დამიჯერეთ, თქვენც უცებ ჩადგებოდით ფორმაში, ოთხი შვილის პატრონი რომ იყოთ ჩემსავითო“.



0
1456
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0