შოუბიზნესი კივანჩ ტატლიტუღი - თურქი "ბრედ პიტი" 2013, 17 ივლისი, 14:08 ![]() ![]() გამოკითხვების შედეგად, იგი მრავალჯერ დაასახელეს თურქეთის ყველაზე სექსუალურ მსახიობად. კივანჩ ტატლიტუღი დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ადანაში. მას ოთხი ძმა ჰყავს. მისი სახელი კივანჩ, ქართულად ნიშნავს სიამაყეს.კივანჩი ბავშვობიდან კალათბურთის დიდ მოყვარულად მიიჩნეოდა, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტრამვის გამო იძულებული გახდა სპორტის ამ სახეობისთვის თავი დაენებებინა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მოდელის პროფესიას დაუფლებოდა. წარმატებაც მალე მოვიდა. 2002 წელს დაასახელეს თურქეთის საუკეთესო მოდელ მამაკაცად, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკვე მსოფლიოს საუკეთესო მოდელი გახდა. პარალელურად იგი სწავლობდა სტამბულის უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე, ასევე დადიოდა სამსახიობო კურსებზე. იგი ერთერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად ითვლება თურქეთში. მისი სურათები ხშირად ხვდება წამყვანი ჟურნალების მთავარ გარეკანზე. ![]() ![]() იგი ყველაზე პერსექტიულ მსახიობად მიიჩნევა თურქეთში. ჰოლივიდელი რეჟისორი, ჯეიმს კამერონი მისით დიდად დაინტერესებულია და ალბათ მალე ვიხილავთ ფილმს მისი მონაწილეობით. ![]() ![]() 843 9-ს მოსწონს
|