x
image
K.P.
როგორ მოახერხა თიკა ჯამბურიამ 12 კილოგრამის დაკლება-თიკას "დიეტა"

imageპოპულარულმა მომღერალმა თიკა ჯამბურიამ წონაში საგრძნობლად დაიკლო. -12 კილოგრამი გარდერობის გასაახლებლადაც კარგი მიზეზია და ბევრი კომპლიმენტის მისაღებადაც. ასეა თუ ისე მომღერალი ძალიან გახარებულია, უკვე მოკლე ქვედაბოლოსაც იცვამს. თიკამ საკუთარი საიდუმლო გაგვანდო, გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "რეიტინგიდან": "უამრავი ხალხი მირეკავს და მეკითხება, როგორ გავხდი. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ცხოვრების რეჟიმი შემეცვალა, უფრო აქტიური გავხდი, თეატრალურ უნივერსიტეტს ვამთავრებ, ვმუშაობ, ბევრს ვმოძრაობ, თან ზაფხულია, მომინდა კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და კვების რაციონიც შევცვალე. უფრო ჯანსაღ საკვებს ვიღებ, შევზღუდე ცომეული, ცხიმიანი საკვების მიღება, ამ ყველაფერს ნელ-ნელა შევეჩვიე და ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ორ თვეში 12 კილო დავიკელი. რაიმე კონკრეტული დიეტა არ დამიცავს, არადა, მთელი ცხოვრება სხვადასხვა დიეტას ვიცავდი, დავდიოდი დიეტოლოგებთან, მგონი, ყველასთან ვარ ნამყოფი, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტური ფეხით სიარული და სწორი კვება აღმოჩნდა".image

თიკას უიღბლო ქორწინებიდან ქალიშვილიც ჰყავს, ნინა. გოგონა ძალიან კარგად მღერის და ოჯახის ნებიერეაც გახლავთ. მომღერალი საკუთარ პირად ცხოვრებაზე არაფერს გვიამბობს, უბრალოდ აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერია, დაოჯახებას კი ჯერ არ აპირებს. თიკა იმასაც ხაზს უსვამს, რომ წონაში საკუთარი კომფორტის გამო დაიკლო, ქალი კარგად უნდა გამოიყურებოდესო. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები...imageimageimageimage

0
2961
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0