x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ვარსკვლავური წყვილების უიღბლო ქორწინება და კარგი მეგობრობა
imageხშირია ჩვენს რეალობაში უიღბლო ქორწინებები. შოუბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრებაში კი ეს ჩვეული პროცესია. განქორწინების შემდეგ ხშირად გვესმის მათგან, რომ ისინი კარგ მეგობრებად დარჩნენ. შესაძლებელია თუ არა დაშორების მერე მეგობრობის შენარჩუნება ყოფილ მეუღლესთან, ეს კითხვა მუდმივად ისმის და პასუხის გაცემა ალბათ ყველას საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე თუ შეუძლია, გამოცდილების გარეშე ალბათ ამ კითხვას ვერ უპასუხებ. თუმცა უამრავი მაგალითია საზოგადოებაში, რომლებიც ამტკიცებენ რომ ეს შესაძლებელია.


გთავაზობთ 10 ვარსკვლავურ წყვილს, რომელთა ქორწინებაც კრახით დასრულდა, თუმცა მათ შეძლეს და შეინარჩუნეს ერთმანეთთან ჰუმანური და მეგობრული ურთიერთობა...


image

ათეულის სათავეში მარკ ენტონი და ჯენიფერ ლოპესია, რომლებსაც ქორწინებიდან ტყუპები მარკი და ემი ყავთ. ისინი არ მალავენ, რომ ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულს ერთად ხვდებიან და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათი ახლანდელი პარტნიორები არასდროს ეჭვიანობენ.


image


მომდევნო ყოფილი ცოლ-ქმარი რუსული ბომონდიდანაა:Алены Водонаевой и Алексея Малакеева. ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას არა მხოლოდ იმისთვის აგრძელებენ, რომ საერთო შვილი ყავთ, არამედ წყვილს ხშირად ხედავენ სხვადასხვა ქვეყანაში ერთად, როგორც რეალურ ცოლ-ქმარს. თუმცა ურთიერთობის აღდგენაზე ისინი არ საუბრობენ.


image

შემდეგი წყვილი ჯასტინ ტიმბერლეიქი და კამერონ დიასია . წყვილის დაშორება მეტად ხმაურიანი გამოვიდა. მათ დაშორებიდან ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა ერთი წლის გასვლის შემდეგ ისინი გადაიღეს ფილმში "ცუდი მასწავლებელი" და ფილმის შემდეგ მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დაიწყო.

image

" ის მსოფლიოში, ყველაზე საუკეთესო მეგობარია ჩემი და მიყვარს"–ეს სიტყვები მსახიობ Courteney Cox ეკუთვნის, რომელიც მის მეუღლეზე Дэвиде Аркетте ე თქვა ერთ - ერთ ინტერვიუში. მათ საერთო ქალიშვილი ყავთ და ხშირად ატარებენ თავისუფალ დროს ერთად.

image

შემდეგი დემი მური და ბრიუს უილისია. მათი მეგობრობა, გაყრის შემდეგ, ყველასთვის სამაგალითო და აშკარა იყო. დემი მურის მეორე ქორწინებაც, ეშტონ ქეთჩერთან, უიღბლო გამოდგა და წლების მერე მასთანაც მოუწია დაშორება მსახიობს, ეს რთული აღმოჩნდა მისთვის და პირველი ვინც მასთან დასამშვიდებლად მივიდა ეს სწორედ ყოფილი ქმარი ბრიუს უილისი იყო.

image

მომდევნო წყვილი პოლინა გაგარინა და პიტერ კისლოვია, ისინიც როგორც ყველა ზემოთ აღნიშნული წყვილი, აგრძელებს მეგობრულ ურთიერთობას გაყრის შემდეგ. მათ საერთო ქალიშვილი ყავთ და თავისუფალ დროს სამივე ერთად ატარებს.

image

ჰაიდი კლუმი და სილი ყოველთვის შეუფერებელ წყვილად ითვლებოდნენ, თუმცა მათ საკმაოდ რომანტიული და თბილი თანაცხოვრების პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ ისინი მოულოდნელად დაშორდნენ ერთმანეთს, ყოველგვარი სკანდალის გარეშე და შეძლეს ერთმანეთთან ცივილიზებური ურთიერთობის შენარჩუნება.

image

ვანესა პარადი და ჯონი დეპი, ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი განქორწინება. წყვილის 14წლიანი რომანი დასრულდა. მათი ურთიერთობა კი გრძელდება, რადგან მათ საერთო შვილები ყავთ, ჯონი კი ყოფილ მეუღლეს, სულ ცოტახნის წინ, მუსიკალური ალბომის ჩაწერაშიც კი დაეხმარა.

image

შემდეგი წყვილი ისევ რუსული ბომონდიდან:Анастасии Волочковой и Игоря Вдовина. მათი ქორწილი ყველასათვის დასამახსოვრებელი გამოდგა, ეს იყო შოუ, მდიდრული საღამო, დახარჯული კოლოსალური თანხა, ზღაპრული სანახაობა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრებზე. თუმცა ქორწინება დასრულდა. წყვილს საერთო შვილი, ერთი გოგო ყავთ, რომელიც მათ აერთიანებთ, სწორედ ამიტომ მათ დღემდე შესაშური ურთიერთობა აქვთ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთ სახლში ცხოვრობენ და მამაკაცი ყოფილ ცოლს ხშირად უძღვნის საჩუქრებს, თუმცა ოფიციალურად ისინი ცოლ-ქმარი აღარ არიან.

0
87
12-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0