საზოგადოება გეი-აღლუმი და მსოფლიო ბრენდების გაერთიანება 2013, 15 ივლისი, 1:14
დრო არ ჩერდება, საათი საათს მისდევს, დღე-დღეს, თვე-თვეს, წელი-წელს და უკვე საუკუნეც საუკენეს ეწევა. დროი იცვლება და წეს-ჩვეულებებიც შეიჩვალა და ერთმანეთში აირია. ის რაც წარმოუდგენლად გვესახებოდა წლების წინ დღეს თითქოს შევისისხლხორცეთ. თუმცა, ამ ბოლო დროს მომრავლებული გეი-აღლუმები და მათი მხარდამჭერების აქციებს ზვარი არ აქვს.
ამ დღეებში სან-ფრანცისკოში გეი-აღლუმს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის 700 თანამშრომელი შეუერთდა, მათ წინ უძღვება ამავე ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.
გარდა ამისა, როგორც გაირკვა გეი-აღლუმს GOOGLE-ის 1400-მდე თანამშრომელიც შეუერთდა. ასევე Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აღლუმს მალე Apple-ის თანამშრომლებიც შეუერთდნენ, თუმცა, მათი რაოდენობა არ არის ცნობილი. საით მიექანება ეს სამყარო და რატომ ვყვებით ამ მოდას ჩვენ, ქართველები, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილების, უცნობი და გაუგებარია. 69 4-ს მოსწონს
|