შოუბიზნესი ჯასტინ ბიბერი ნარკომანი გახდა? 2013, 14 ივლისი, 17:12 19 წლის კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის მენეჯერს, სკოტ ბრაუნს სურს, რომ თავისი კლიენტი სარეაბილიტაციო კლინიკაში გაგზავნოს. ჯასტინი ბიბერი ამ ბოლო დროს ალკოჰოლზმე და მარიხუანაზე დამოკიდებული გახდა. მისი ერთერთი მეგობარი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ჯასტინის ირგვლივ შეკრებილი ხალხია, რომლებიც კარგი რეპუტაციით არ გამოირჩევიან. სკოტ ბრაუნი ცნობილია, როგორც ჯასტინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და დამცველი, მისი თქმით თუ ჯასტინი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს მის კარიერას მნიშვნელოვნად დააზარალებს. 214 11-ს მოსწონს
|