x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"გილოცავთ წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს".
imageმოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს, ხოლო ახალი სტილით კი დღეს, 12 ივლისს აღინიშნება, გილოცავთ ყველას.

ამ ბრწყინვალე დღესასწაულს კი წინ სდევდა ორ კვირიანი მარხვა, რომელიც ეკლესიური გადმოცემების თანახმად ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მოციქულებს დაუწესებიათ.


პეტრე თორმეტმოწაფეთაგანია, ხოლო პავლე კი ყოფილი ქრისტიანთა მდევნელი სავლე, რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური.



წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც "თავთა მოციქულთა". მიუხედევად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოხატება, რომ ისინი ერთდროულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს. პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.


image

ეს ორნი მოციქულნი არიან მაგალითნი ადამიანის თავდადებული სარწმუნოებისა და სიყვარულისა.


წმინდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ დაგლოცოთ და გაგახაროთ, აგისრულოთ ყოველი თქვენი ვედრება! მათი ლოცვით, ღმერთმა დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!


6
274
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
274
  
2014, 19 აპრილი, 15:23
ამინ.
2013, 13 ივლისი, 22:47
გაიხარე თიკუნკულა :*:*:* ვცდილობ არ შეგარცხვინოთ :P:P
2013, 13 ივლისი, 17:34
უფალი გფარავდეს ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ
2013, 12 ივლისი, 11:32
ასევე შენც ჩემო კარგო:*
2013, 12 ივლისი, 11:32
გაიხარე ცნაფ, ამ დღის მადლით და ძალით ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ :*
2013, 12 ივლისი, 11:09
მეც გილოცავ ჩემო კარგო, ყველა წმინდა გფარავდეს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად:*
0 1 6