საზოგადოება ვინ დაესწრება ნინი ბადურაშვილის მშობიარობას? 2013, 12 ივლისი, 0:39 ნინი ბადურაშვილის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მომღერლის უიღბლო ქორწინების შესახებ შეიტყო. ყველაფერს ფარდა ირაკლი კუტალაძემ ახადა. "მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქრო, რომ ნინის მიზანი იყო კანონიერად გათხოვილიყო და ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები. მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით არ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს, ისევ საკუთარი პიარისთვის-ნახეთ ქმარმა სამშობიაროში მიატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ მოჰყვება მოთხოვნები"–უამბო ირაკლიმ ჟურნალ "თბილისელებს". მომხდარს ნინი ბადურაშვილი ხატოვანი ფრაზით გამოეხმაურა:"ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე ესეც თურმე გმირობაა დიდი!" ასეა თუ ისე ჭორების ქარ-ცეცხლი არ წყდება. მომღერლის მშობიარობას სალომე გოგოაშვილი დაესწრება. შეგახსენებთ, რომ სალომე ნინის ნათესავი და მეჯვარეა, მალე პატარა ელენეს ნათლიაც გახდება. "მშობიარობას ვისაც სურვილი ექნება, ყველას დავასწრებთ. შეიძინეთ ვაუჩერი და მობრძანდით! იმედია მიხვდით, რომ ვხუმრობ. ჩემ გარდა, ნინის მშობიარობას არავინ დაესწრება"-გვიამბობს სალომე გოგიაშვილი. საინტერესოა ესტუმრება თუ არა ირაკლი კუტალაძე თბილისს, პატარა ელენეს დაბადებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. 839 6-ს მოსწონს 1-ს არა
|