საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს მიმართა გადახედოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" იმ ნაწილს სადაც განსაზღვრული იქნება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, კერძოდ საჯაროდ ხვევნა-კოცნისა და ალკოჰოლის მიღებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის განსაზღვრა.პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად "ალკოჰოლური სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ასევე
საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა 500-ლარიანი ჯარიმის დაკისრებით დაისჯება, ხოლო მესამე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით".აგრეთვე ამ პროექტის თანახმად თუ გატარებული ზომები არასაკმარისი აღმოჩნდება, განისაზღვრება პატიმრობა 15 დღე-ღამის ვადით.