მუსიკა "საქართველოს ვარსკვლავების" ფინალისტებმა განვლილი 3 თვიანი პერიოდი შეფასეს 2013, 9 ივლისი, 9:14 დასრულდა რთული და ხანგრძლივი დრამატიზმით აღსავსე სიმღერის კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი", 1 ივლისს გამოვლინდა გამარჯვებული, ფინალში დარჩენილ სამ გოგონას შორის 19 წლის ნინა სუბლატმა(სულაბერიძე) გაიმარჯვა.გოგონებმა განვლილი სამ თვიანი მარათონი შეაფასეს. მარიკო ლეჟავა:"პირადად მე რთული, მაგრამ საინტერესო გზა გავიარე. ისეთ ადამიანებს შევხვდი, როგორებიც არიან დეჟა გომესი და "დიფ ფარფლი". იან გილანმა ჩაგვიტარა მასტერკლასი. მნიშვნელოვანი იყო ნინო ქათამაძის ტური. ყველაზე მეტად კი ირაკლი ჩარკვიანის ტურს გამოვარჩევდი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პერფორმანსი მაშინ მქონდა. საკუთარი თავი ვიპოვე. არ ვიცოდი, თუ ამ ჟანრშიც შემეძლო სიმღერა. ძალიან ვინერვიულე, როდესაც ლევან მასპინძელაშვილის გაგდებას მე მაბრალებდნენ. იმ დროს ჩემ ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, ნებისმიერს დაადებდნენ ვეტოს. ბევრმა ვერ გაიგო და მლანძღავდნენ, რომ ჩემი ბრალი იყო და უნიჭო ვარ. ძალიან მეწყინა ეს კომენტარები, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს." ნუკა გვალია: მიუჩვეველი ვიყავი ასეთ რეჟიმს. თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება. ძალიან მიყვარს ძილი და რეპეტიციებზე ადრე მოსვლა მიჭირდა, მერე შევეგუე, ჩემმა ზურგზე გაკეთებულმა ტატუმ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ვისაც თავიდანვე არ მოვწონდი, მათგან მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მათ ჩემი ფეხმძიმობის ტესტზეც უარყოფითი კომენტარები გააკეთეს.- ბოლოს, ირაკლი რომ გავარდა, მისმა ფანებმა საშინელებები დამიწერეს. არ ვიცი, მე რა შუაში ვიყავი. ის ჩვენთვის პატარა ძმა იყო." ნინა სუბლატი:- " 36 3-ს მოსწონს 1-ს არა
|