"დინამო არენაზე" დაკავებული 3 ახალგაზრდა შსს–ს შენობაში გადაიყვანეს
სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულები არიან ირაკლი ჩხვირკია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.
ამ დროისათვის დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულები ამჟამად შსს–ს შენობაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის შენობასთან აქცია მომიდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციები "დინამო არენაზე" აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ.
ახალგაზრდების დაკავებას "ფეისბუქით" დეპუტატი გოგა ხაჩიძეც ეხმაურება. მან საკუთარ გვერდზე იმ ახალგაზრდის ფოტო დადო, რომელსაც პოლიციასთან გაწევ – გამოწევის დროს სამართალდამცავებმა დაზიანებები მიაყენეს. თუმცა არ დაუკევებიათ.
სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან, აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია გაეთავისუფლებინათ ტროტუარზე, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. დაკავებულებს ღამით წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანენ.
მათი პროტესტი უკავშირდება დღევანდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".