x
image
ამიკო838
მძღოლები ორშაბათამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

imageყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ორშაბათამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. ამასთან, მძღოლების თქმით, დღეს, 17.00 საათზე, საკრებულოს შენობასთან აქციას გამართავენ.
როგორც გლდანის ავტოპარკთან უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, საკრებულოსთან აქციის გამართვა იმიტომ გადაწყდა, რომ დღეს 17.00 საათზე საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული.
ამასთან, მძღოლები მოითხოვენ, რომ მათ შეხვდეს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობა.
როგორც მძღოლებს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" წევრმა მამუკა ბალიაშვილმა განუცხადა, ის შეეცდება, რომ შეხვედრა გაიმართოს მერიაში.
ბალიაშვილის განცხადებით, თუ მერიაში
ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა, მაშინ ფრაქცია კანონით განსაზღვრული წესით საკრებულოში დაიბარებს აკაკი ჯოხაძეს და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას და სწორედ საკრებულოში გაიმართება შეხვედრა.
მძღოლები ასევე მუშაობენ საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც უკვე შემდგომში დაგეგმავს სამომავლო ქმედებებს. ისინი ასევე აპირებენ პროფკავშირის შექმნასაც, რომელშიც თითოეული ხაზის რამდენიმე წარმომადგენელი შევა.

0
29
3-ს მოსწონს
ავტორი:ამიკო838
ამიკო838
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0